"გრძელდება მთავრობის ჭიკაიზაცია" - კუკავა სამთავრობო ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს
პოლიტიკა - 14:25, 01 Sep, 2015     2448

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა სამთავრობო ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს.

კუკავას თქმით, გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა თამარ ბერუჩაშვილის ადგილზე ნიშნავს, რომ საქართველოს არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ეყოლება.

ამის შესახებ კუკავამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩემი აზრით ორივე ცვლილება ნეგატიურია. საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აგრძელებს მთავრობის ჭიკაიზაციას ანუ როდესაც თანამდებობაზე ინიშნებიან აბსოლუტურად არაკომპეტენტური პირები. კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრად ყოფნის პერიოდშიც დაგვანახა თავისი არაკომპეტენტურობა და უუნარობა. ქართული ეკონომიკა სრულ კრახში შეიყვანა. თუმცა ეკონომიკის სფეროში მას გამოცდილება მაინც ჰქონდა. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება ადამიანი, რომელსაც არც დიპლომატიასთან, არც საგარეო ურთიერთობებთან არასდროს შეხება არ ჰქონია, ეს ნიშნავს, რომ არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი გვეყოლება“, - ამბობს კუკავა.

რაც შეეხება ქუმსიშვილს, კუკავას თქმით, ამ შემთხვევაში პრობლემას კორუფცია წარმოადგენს.

„რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშნავს, ეს კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილებაა. აქ პრობლემა გვაქვს არა არაკომპეტენტურობასთან, არამედ - კორუფციასთან. ქუმსიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი კადრია. ეკონომიკის მინისტრად მისი დანიშვნა ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო პრივატიზება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი პრიორიტეტი იქნება. რაც შეეხება ბერუჩაშვილს, მისი ფანი არ ვიყავი, მაგრამ ის კარგი დიპლომატი იყო. ირაკლი ღარიბაშვილი თავს არაკომფორტულად გრძნობს კომპეტენტურ ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევეა ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილი თავს გრძნობს კომფორტულად ჯანყარაშვილის, თამაზაშვილების და ჭიკაიძის წრეში. ბერუჩაშვილი იყო თეთრი ყვავი ამ გაუნათლებელი ადამიანების წრეში“, - განაცხადა კუკავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42