ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - იქნება თუ არა შემდეგი თეა წულუკიანი?
პოლიტიკა - 14:11, 01 Sep, 2015     2916
“არავითარი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან ამ ეტაპზე არაფერს ვგეგმავთ. თუ რამეს გადავწყვეტთ, თქვენს გარეშე არ გავაკეთებთ", - ამ განცხაებიდან ზუსტად 13 დღის თავზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებები მაინც განახორციელა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ეკონომიკის მინისტრის პორთფელი კი დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაიბარა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა თამარ ბერუჩაშვილმა საქმიანობა დიპლომატიურ სფეროში გააგრძელოს, თუმცა ეს პრემიერის განცხადებითვე საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ სამთავრობო ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება. გია ხუხაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას იმ მინისტრების ვინაობაც დაასახელა, რომელიც მისივე თქმით, ბერუჩაშვილის ბედს გაიზიარებენ. პროცესი კი შესაძლოა, 2-3 თვე გაგრძელდეს.

ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაცვლელ მინისტრთა ჩამონათვალში თეა წულუკიანიც შედიოდეს.

სამთავრობო კულუარებში ადასტურებენ მინისტრსა და პრემიერს შორის არსებულ უთანხმოებას, რომელიც პროკურატურის კანონში შესატან ცვლილებებს მოჰყვა.

ამბობენ, რომ ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა და პრემიერმა ცხარედ იკამათეს, რის გამოც წულუკიანი თანამდებობის დატოვებით დაიმუქრა.

ცნობილია, რომ წულუკიანს სტრასბურგში, ევროსასამართლოში სურს მუშაობის გაგრძელება.

„ნიუპოსტი“ მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე, მოსალოდნელ სცენარსა და შედეგებზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

-როგორ აფასებთ, სამთავრობო ცვლილებას, კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტი გახდა, ეკონომიკის სამინისტროს დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, ბერუჩაშვილის პოლიტიკური მომავალი კი კვირიკაშვილის ხელშია...

-მთავარობაში ცვლილებები მოსალოდნელი იყო, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ სამთავრობო ცვლილებები იქამდე გაგეძელდება სანამ მთლიანად სისტემა არ შეიცვლება. აღნიშნული სამთავრობო ცვლილება კი ძალაუფლების გასამყარებლად გადადგმული პოლიტიკური თამაშია. რაც შეეხება კვირიკაშვილის ახალ თანამდებობას, ამ გადაწყვეტილებაში ლოგიკა ნამდვილად არსებობს. ის ყველაზე გამორჩეული წევრია მთავრობის მოქმედი შემადგენლობიდან. დიმიტრი ქუმსიშვილის საქმიანობაც შეიძლება დადებითად შეფასდეს, რაც შეეხება ქალბატონ ბერუჩაშვილს, თავის დროზე მისი ამ პოსტზე დანიშვნა გარკვეულ წილად გაუგებრობა იყო. თავიდანვე ცნობილი გახლდათ, რომ ის ამ პოსტს დიდხანს არ შეინარჩუნებდა.

- რა შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს სამმთავრობო ცვლილებები?

- საკთხი ასე დგას - რამდენად შეძლებს ძალიან მაგარმა მინისტრმა მოახერხოს იმ პრობლემების მოგვარება არც ხდება ქვეყანაში. ჩვენ პერსონების პრობლემები არ გვაქვს, საუბარია სისტემურ მართველობით პრობლემაზე. უნდა მოხდეს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. თუ სახელმწიფო არ მუშაობს კონკრეტული პიროვნებების პროფესიული უნარ ჩვევები არაფერს მოგვცემს.

- ოპოზიციისა და მოსახლეობის ნაწილი ხადურის გადადგომას მოელოდა, ყველსზე მეტი კითხვა სწორედ ფინანსთა მინისტრის საქმიანობაზე ჩნდება...

- მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე სამართლიანი შენიშვნებია ნოდარ ხადურის მიმართ, თუმცა ხადური ვინც უნდა შეცვალოს, ვფიქრობ, მასზე მეტს მაინც ვერაფერს გააკეთებს. პირიქით, ამ ეტაპზე სისტემის სტაბილურობისთვის უმჯობესი იქნება ის ფინანსთა მინისტრად დარჩეს, თუმცა მისი შეცვლის საკითხიც აუცილებლად დადგება.

- ბერუჩაშვილის ბედი შესაძლოა თეა წულუკიანმაც გაიზიაროს, სამთავრობო კულისებში არ გამორიცხავენ, რომ წულიკიანმა სტრაზბურგის სასამართლოში გადაინაცვლოს...

- წულუკიანის განცხადებებს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. მისი სურვილი სტრაზბურგში გაგრძელოს მუშაობა სამი წელია გვესმის... არ არის გამორიცხული შესცვლელთა სიაში ისიც იყოს.

სამთავრობო ცვლილეებს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. საპარლამენტო უმრავლესობაში სამთავრობო ცვლილებებს დადებითად აფასებენ და ღარიბაშვილს გადაწყვეტილებას ნდობას უცხადებენ, ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ „გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს და გამოსავალი ვადამდელ არჩევნებშია“

„პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ მეც ტელეეთერით გავიგე და მინდა გითხრათ რომ პრემიერის გადაწყვეტილებას მივესალმები. კვირიკაშვილის წარუმატებლობა მე არ დამინახავს. თუ საუბარია, რომ ქვეყანაში პრობლემებია, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, არ მგონია ეს კვირიკაშვილისგან მომდინარეობდეს. მინდა წარმატება უსურვო საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ კი აცხადებენ, ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად იქცევა, როცა ეკონომიკის წარუმატებელ მინისტრს, საგარეო უწყებას აბარებს.

„ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, მინისტრი რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, საგარეო უწყებაში გადაჰყავთ. რბილად რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით მისი კომპეტენცია არავისთვის არაა ცნობილი. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, გრძელდება პოლიტიკა, როდესაც საზოგადოებისათვის შედარებით უცნობ ადამიანს ყველანაირი დამსახურების გარეშე, მეტიც მისმა უწყებამ - მერიამ თავი კორუფციული სისტემით დაგვამახსოვრა, აწინაურებენ და ეკონომიკის მინისტრი ხდება.

ცალსახაა, რომ დღევანდელი გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან საზოგადოების მეტი ზეწოლაა, რათა მთავრობა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

„პრემიერ-მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა თავისი გუნდის ყოფილ წევრს - თამარ ბერუჩაშვილს, რაც ძალიან ცუდია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის“,- ეს განცხადება კი „ნიუპოსტთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ გააკეთა.

„პრემიერ-მინისტრი ტოტალურ შეურაცხყოფას და უპატივცემულობას ამკვიდრებს ქვეყანაში და შეურაცხყოფს არამარტო ოპოზიციას, არამარტო ჟურნალისტებს, არამედ, სამწუხაროდ, საკუთარი გუნდის წევრებსაც. იმ ადამიანს, რომელიც გუშინ მისი გუნდის წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ჩემი აზრით, საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა და ეს ძალიან ცუდია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ღარიბაშვილს არ ესმის, რომ ამით შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს", - განაცხადა გოგუაძემ.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი იყო ერთადერთი ადეკვატური მინისტრი მთავრობის მთელ ეკონომიკურ გუნდში, რომელიც შექმნილი ეკონომიკური ვითარების სირთულეს არ გაურბოდა და აღიარებდა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის პრობლემები.

მედიისა და საზოგადოების ყურადღება ამჯერად თამარ ბერუჩაშვილისკენ არის მიმართული, რომელიც მისი გათავისუფლების შესახებ დუმილს ინარჩუნებს.

ბერუჩაშვილი გამინისტრებამდე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მოადგილე იყო.

გასული წლის 5 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ, ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა პროტესტის ნიშნად თანამდებობებიდატოვეს. მათ შორის იყო თამარ ბერუჩაშვილიც, რომელიც მაშინ აცხადებდა რომ ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრებოდა, და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კი ფანჯიკიძის მოადგილემ გადაწყვეტილება შეცვალა და თანამდებობაზე დარჩა, თუმცა ბერუჩაშვილის მინისტრობამ 10 თვეს გასტანა.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42