„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარეს ფიქრია ჩიხრაძეს სამთავრობო ცვლილებების შემდეგ პოზიტიურ ცვლილებებზე საუბარი უჭირს.
ამის შესახებ ჩიხრაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
ახლების ლიდერი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან ირაკლი ღარიბაშვილი არაფერ შუაშია და ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
„გამიჭირდება პოზიტიური შედეგის მოლოდინზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ ეს იგივე გუნდია, რომელიც აქამდეც მუშაობდა, როგორც ეკონომიკის ისე საგარეო მიმართულებით. თუ ეს ყველაფერი ეკონომიკაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას უკავშირდება, ამას უფრო კარდინალური ცვლილებები ესაჭიროებოდა. როგორც გვახსოვს თვითონ სახელისუფლებო გუნდიც არ იყო ამაზე ინფორმირებული. რამდენიმე დღის წინ პრემიერიც უარყოფდა, რომ რაიმე ცვლილება იგეგმებოდა. რაც შეეხება მოლოდინებს, იმედი მაქვს, რომ კვირიკაშვილის მიერ ნახსენები ევრაზიული მიმართულება არ გულისხმობს ე.წ. ევრაზიულ კავშირს და გულისხმობს უფრო მასშტაბურად ევრაზიის კონტინენტს, სადაც ბევრი საინტერესო მოთამაშეა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება ქუმსიშვილს, ვერაფერს გეტყვით. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ მას არ ვიცნობთ. ერთი ვიცი, რომ ისიც არის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და როგორც ჩანს ამ ნიშნით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ზოგადად, ივანიშვილის გარეშე ბევრი ვერ მოხვდებოდა ვერც აღმასრულებელ და ვერც საკნონმდებლო ხელისუფლებაში, მაგრამ ეხლა ხდება გაფილტვრა უფრო მეტი სანდოობის კუთხით ანუ ვის ენდობა მეტად ივანიშვილი. აქ არაფერ შუაშია ღარიბაშვილი და ეს არ არის მისი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






