კონსტიტუციონალისტები 31 ოქტომბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს არაკონსტიტუციურს უწოდებენ.
როგორც ვახუშტი მენაბდემ განმარტა, არჩევნები ტარდება იმ ოლქებში, რომლებიც საკონსტიტუციურმა სასამართლომ გააუქმა.
„სამი თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მაჟორიტარული ოლქები, ყველანი უკლებლივ. ამის შემდეგ საქართველოში ყველა ოლქი არაკონსტიტუციურად არის ცნობილი. საჭიროა ახალი საზღვრების გავლება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. დღეს იმართება შუალედური არჩევნები, რომელიც არაკონსტიტუციურად ცნობილ ოლქებშია განსაზღვრული. ამდენად არაკონსტიტუციურია არჩევნები, რადგან ოლქები, სადაც არჩევნები იმართება, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. რა შეიძლება გაკეთდეს? არის სამი სუბიექტი ვისაც გარვკეული დაბრკოლებებით თუმცა შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ესენი არიან სახალხო დამცველი, პარლამენტის 1/5 და პრეზიდენტი. მათ აქვთ ამისთვის ერთი თვე და თავისმხრივ სასამართლოს აქვს 30 დღე იმისათვის რომ სცნოს ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მასალის გამოყენების პირობები






