ტრაილერების შეფერხება, ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ - სუბელიანი
პოლიტიკა - 12:48, 01 Sep, 2015     812
ყაზბეგის რაიონში, უკვე რამდენიმე დღეა ასობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. მათ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შეზღუდული აქვთ, თუმცა მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კობა სუბელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტრაილერების მოძრაობის მსგავსი შეფერხება ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების.

„ყაზბეგის რაიონში უკვე რამდენიმე დღეს ასეულობით სატვირთო გაურკვეველი მიზეზით გაჩერებულია. თითოეული დაკარგული დღე, საათი ჩვენი ეკონომიკის შეფერხებას უდრის. მერე კიდევ გვიკვირს, რატომ უფასურდება ჩვენი ეროვნული ვალუტა. ესაა შეფერხებული ეკონომიკის ერთი პატარა ნაწილი. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამაზეა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებული.

მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს პირადად მივიდეს ლარსის საბაჟო პუნქტზე და გაარკვიოს რასთან გვაქვს საქმე. ეს არაა ერთი და ორი მანქანაა, აქ საუბარია ასეულობით მანქანაზე და რაც მთავარია არავინ იცის ამ შეფერხების მიზეზი.

ჩვენ დროს ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ეს სისტემა აწყობილი დავტოვეთ და სახეზე გვაქვს სისტემის ნგრევა“, - განაცხადა კობა სუბელიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42