საპარლამენტო უმრავლესობაში სამთავრობო ცვლილებებს დადებითად აფასებენ. უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ახალ საქმეს თავს გაართმევს.
„კვირიკაშვილის წარუმატებლობა მე არ დამინახავს. თუ საუბარია, რომ ქვეყანაში პრობლემებია, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, არ მგონია ეს კვირიკაშვილისგან მომდინარეობდეს. ის უაღრესად დადებითი პიროვნებაა, შრომისმოყვარეა და ალბათ გაწვდება კიდეც, თუმცა ჩემთვის უცნობი იყო ეს ამბები“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილის ადგილზე დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურასაც მიესალმებიან.
„დიმიტრი ქუმსიშვილი კარგი მენეჯერი და კარგი ხელმძღვანელია. მან იცის სისტემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ წარუძღვება ამ სამინისტროს ძალიან წარმატებულად, მას ამის ყველა თვისება აქვს. ჩვენ ვენდობით პრემიერის გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, მას აქვს ნდობა იმისთვის, რომ ცვლილებები განახორციელოს მთავრობის გუნდის შიგნით“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






