გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს, გამოსავალი ვადამდელ არჩევნებშია - ენმ
პოლიტიკა - 12:34, 01 Sep, 2015     1210
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ის საკადრო გადაადგილებები, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა, ქვეყანას არანაირ სასიკეთო ცვლილებებს არ მოუტანს.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად იქცევა, როცა ეკონომიკის წარუმატებელ მინისტრს, საგარეო უწყებას აბარებს.

„ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, მინისტრი რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, საგარეო უწყებაში გადაჰყავთ. რბილად რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით მისი კომპეტენცია არავისთვის არაა ცნობილი.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, გრძელდება პოლიტიკა, როდესაც საზოგადოებისათვის შედარებით უცნობ ადამიანს ყველანაირი დამსახურების გარეშე, მეტიც მისმა უწყებამ - მერიამ თავი კორუფციული სისტემით დაგვამახსოვრა, აწინაურებენ და ეკონომიკის მინისტრი ხდება.

ცალსახაა, რომ დღევანდელი გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან საზოგადოების მეტი ზეწოლაა, რათა მთავრობა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, პრემიერისვე განცხადებით ცხადი გახდა, რომ მას საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ბედი საინტერესო არაა.

მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილიც. დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაში, მინისტრების სახელისა და გვარის ცვლილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„სამწუხაროდ ვერც ერთი ახალი მინისტრი ვერ იქნება წარმატებული, რადგან ამ ხელისუფლებას ფუნდამენტშივე არასწორი მიდგომები და ღირებულებები აქვს არჩეული ქვეყნის სამართავად. ამ პირობებში უკეთესი მინისტრები არ არსებობენ. ჩემი აზრით, თამარ ბერუჩაშვილი რუსეთთან სასიყვარულო ურთიერთობების დღის წესრიგს ბოლომდე ვერ ასრულებდა, სწორედ ამიტომ ჩაანაცვლეს უფრო ლოიალური კადრით“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42