აშშ-ში დავით უსუფაშვილის სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს
პოლიტიკა - 09:41, 01 Sep, 2015     1064
ნიუ-იორკში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენცია საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, საბერ ჩოდერის, გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნისა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სემ ქუტესას მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, ასევე, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა მშვიდობისა და შემრიგებლობის საკითხებში, მსახიობმა და ჰუმანისტმა ფორესტ უიტეკერმა.

პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებულია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ჭრილში განიხილება.

დავით უსუფაშვილი სამუშაო შეხვედრები გამართა უგანდის პარლამენტის სპიკერთან, რებეკა კადაგასთან; საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე პრეზიდენტთან, ლორენს დუმონთან; ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატის პიკერთან, იან ჰამაჩეკთან და შვედეთის პარლამენტის სპიკერთან, ურბან აჰლინთან.

,, დღეს აქ, ნიუ-იორკში თავი მოიყარა მსოფლიოს ყველა ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა, ერთადერთი რუსეთის პარლამეტის სპიკერი ვერ ჩამოვიდა, იმიტომ, რომ რუსეთის და შეერთებული შტატების დღევანდელი მდგომარეობის გამო მას შეერთებულმა შტატებმა სათანადო ვიზა არ მისცა, დანარჩენი მთელი მსოფლიო აქ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ გვქონდეს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს გაზრდილი ინტერესი, ვისგანაც ჩვენ გვინდა მხარდაჭერა გაეროს ეგიდით იმ რეზოლუციისთვის, რომელიც ცნობილია როგორც დევნილების დაბრუნების რეზოლუცია, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თოაბაზე მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერის უზრუნველყოფას. იცით, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს პროგრესი, გასულ კენჭისყრაზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და გვქნება შეხვედრები იმ ქვეყნებთანაც, ვისთანაც მეტი მუშაობაა საჭირო, აგრეთვე იმ პარლამენტებთან, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც ჩვენ გვინდა კიდევ უფრო ღრმა კონტაქტები ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად, ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის, ამიტომ გვექნება შეხვედრები ნატოს წამყვანი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან, ვისთანაც კიდევ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ვიზიტთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42