მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 23:52, 31 Aug, 2015     1326
საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია ”იმედში” პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვას აშშ-დან გამოეხმაურა.

„მე მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის და არ ჰკითხოს არავის, როდესაც რაიმე თოქ-შოუს ხურავს. არ მიიღოს არანაირი რჩევები და რეკომენდაციები, რომელი ჟურნალისტი აიყვანოს სამსახურში, ან რომელ ჟურნალისტთან გაწყვიტოს კონტრაქტი. როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ თოქ-შოუებს, მათი გახსნა, მათი მოდიფიცირება და მათი დახურვაც მყისიერად იძენს ხოლმე გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს და ვისურვებდი, რომ ყველა ამ საკითხში ყველამ შეიტანოს სათანადო სიცხადე, ვისაუბროთ ფაქტებით, არგუმენტებით და გავაგრძელოთ ცხოვრება“- განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით წინასაარჩევნოდ მსგავსი გადაცემები კი არ უნდა მცირდებოდეს, პირიქით მათი რიცხვი უნდა მატულობდეს:

”ვთვლი, რომ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტელეარხმა არათუ შეამციროს პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდოს. მაგრამ ვისი მეშვეობით გაკეთდება, რა ფორმატით, რა სტილის გადაცემებით, ამის თაობაზე, ცხადია, თავად ტელეკომპანიები უნდა ჩამოყალიბდნენ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42