"ნიუპოსტი" გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, რომელიც საზოგადოებას პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ მჟავანაძემ გააცნო, უცვლელად გთავაზობთ:
„პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადოება სახელმწიფოს დემოკრატიულობის საფუძველია. ქარული საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით, სწორედ ამ საზოგადოების მონაპოვარი თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როდესაც მედიაში განვითარებული პროცესები კითხვებს ბადებს, მითუფრო ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში დემოკრატიისა და კონსტიტუციის გარანტი ყურადღებით ადევნებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციურ თავისუფლებას,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თკო მჟავანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






