4 საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ გუბერნატორის მოადგილემ დერეფანში მომლოდინე ჟურნალისტებისთვის, რომელთაც შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს, განცხადება გააკეთა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
მანამდე კი, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პრესის წარმომადგენლების სურვილი, გუბერნატორის მოადგილეს და მის კაბინეტში შეკრებილებს გასაუბრებოდნენ და გაეგოთ გურიის ფედერაციის გამგეობის წარმომადგენლებისგან თუ რაზე შედგა შეხვედრა, უშედეგოდ დასრულდა. კაბინეტში შესულებს კარის გაღების საშუალებას ჟურნალისტებს ჯერ თავად გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი, შემდეგ კი ამავე კარების უკან მდგომი უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი, ირაკლი ანდღულაძე არ აძლევდათ. უშიშროების თანამშრომელმა შეხვედრის ადგილი უკომენტაროდ დატოვა.
გუბერნატორის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ გურიის ფეხბურთის ფედერაციის წვრებთან შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს და გურიის ფედერაციის მიერ რევაზ არველაძის წარდგენის საკითხს უკავშირდებოდა.
გუბერნატორის მოადგილა განმარტავს, რომ უშიშროების სამსახურის წარმოამადგენელი სხვა საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა და მას ფედერაციის არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წარმომადგენლებმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ გურიის ფეხბურთის ფედერაციამ საპრეზიდენტო კანდიდატად რევაზ არველაძე წარადგინა, რასაც გურიაში ვეტერანი ფეხბურთელების პროტესტი მოყვა. ვეტერანმა ფეხბურთელებმა პრეზიდენტობის კანდიდატად მერაბ ჟორდანიას დასახელება მოითხოვეს.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






