დღეს მედია უპრეცედენტოდ თავისუფალია - წულუკიანი
პოლიტიკა - 15:45, 31 Aug, 2015     1664
იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანია „იმედში“ შექმნილ ვითარებას და „რუსთავი -2“-ის გარშემო მიმდინარე ავას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანის თქმით, დღეს მედია თავის კრიტიკაში და შეფასებებში უპრეცედენტოდ თავისუფალია.

მინისტრი პირობას დებს, რომ მედიის თავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"დღეს მედია არის უპრეცენდენტოდ თავისუფალი. დღეს ჩვენ მოვიტანეთ ის, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს არის ის, რომ ჟურნალისტს არ ეშინია ხელისუფლების, მოქალაქეს არ ეშინია ხელისუფლის. რაც შეეხება გადაცემა „რეაქციის“ შეჩერებას თუ დახურვას, ამ თემაში ჩახედული არ ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონი ინგა როგორც ჟურნალისტი არ დაეკარგოს მედიას და მან შეძლოს გაგრძელება იმავე, თუ სხვა არხზე როგორც თავად გადაწყვეტს, რომ მიაწოდოს დამოუკიდებელი და თავისუფლად მოპოვებული ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის აქ მთავარი. რას გადაწყვეტს "იმედის" ხელმძღვანელობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის სქმე არ არის“, - ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, წულუკიანის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2" მაუწყებლობას აგრძელებს.

„ეს დავა აღმასრულებელი ხელისუფლების თემა არ არის.იმედია სასამართლო დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არ არის ჩემი თემა. ეს მესამე ხელისუფლების – მოსამართლის თემაა", - განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42