პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ განაცხადა.
რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, მისი თქმით, კენჭისყრის პროცესი დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.
პრემიერმა მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატებად თამარ ხიდაშელი და სოსო დანელია წარადგინა.
„ქართული ოცნების“ სახელით მარტვილში სოსო დანელია იბრძოლებს, საგარეჯოში კი - თამარ ხიდაშელი.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






