"პუტინისა და სრულიად ჭორვილის ყურწათლილო ფინიავ"- მღვდელმონაზონი ქორეპისკოპისის წინააღმდეგ
სოც.მედია - 14:10, 31 Aug, 2015     22250

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე სოციალურ ქსელში საპატრიარქოს ქორეპისკოპოსს იაკობს მიმართავს და საეკლესიო კანონების დარღვევაში ადანაშაულებს:

„სახალხოდ და სჯაროდ ქართველი ხალხის სახელით მივმართავ ქორეპისკოპოს იაკობს (იაკობიშვილს):

1) სად ხარ, სად დაიკარგე, რომელ სოროში ბინადრობ??

2) ყველანაირი კანონის დარღვევით, მხედველობაში მაქვს საარჩევნო კოდექსი და წმიდა სინოდის განჩინება, ხალხს რომ მოუწოდე ამ მთავრობის მოყვანისაკენ, რომელმაც ათიათასობით ადამიანი სოციალური დახმარებისა, სამედიცინო მომსახურებისა, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დატოვა..

3) მრევლი არ გყავს ანუ გაჭირვებული არ გყავს ეპარქიაში თუ ყველა შენსავით პუტინის ყურწათლილი ფინიაა??

კატეგორიულად მოვითხოვ პასუხი გასცე ქართველ ერს.. ქრისტიანულად როგორ გელაპარაკო?? შენ და ქრისტე?? ან კაცურად როგორ გელაპარაკო?? შენ და კაცობა?? არ გიცნობდე მაინც.. მოკლედ, ბევრს აღარ გელაპარაკები, პასუხი გაეცი ილია მართლის, წმიდა ამბროსი ხელაიას, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის და კიდევ მრავალ წმიდანთა ერს, შე გარეწარო და პუტინისა და სრულიად ჭორვილის ყურწათლილო ფინიავ.. გამოყავი დინგი ხვრელიდან..

დანარჩენზე იმან იმსჯელოს, ვინც ამ მიმართვას წაიკითხავს.. თვითონაც კარგად ზის და კითხულობს ჩემს სტატუსებს..

,,ხალხო, გაიგეთ რა ხდება?

ქორმა არწივი გათელა."

გამგებმა გაიგოს.. გმადლობთ..“- წერს ილია ვაშაკიძე.

მღვდელმონაზონს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ ქორეპისკოპოს იაკობს სამღვდელო ხარისხი არ ეკუთვნის:

„რატომ არ ეგების ქორეპისკოპოს იაკობ (იაკობიშვილის) ან უფრო სწორად რომ ვთქვათ კონსტანტინე იაკობიშვილის საერთოდ სამღვდელო ხარისხში ყოფნა??

1) იგი კაცის მკვლელია, რაც სათანადოდ უნდა გამოიძიოს თავდაცვის სამინისტროს საგამომძიებლო კომიტეტმა, კერძოდ, 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს მისი და მისი ძმის კახაბერ იაკობიშვილის დისლოკაციისა და ქმედებების ადგილები.. ,,ნუ დადგინდება დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად პიროვნება, რომელსაც კაცი ჰყავს მოკლული თუნდაც შემთხვევით ჰყავდეს ადამიანი მოკვდინებული" (დიდი სჯულის კანონი)..

2) კონსტანტინე იაკობიშვილი დამნაშავეა როგორც საარჩევნო კოდექსის დამრღვევი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ფეხქვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია და ხელჰყო კანონით აკრძალულ პერიოდში ქართველ ამომრჩეველთა ნება და ბინძურად შეეხო ქართველი ხალხის ხმის უფლებას.. ამავდროულად მან დაარღვია წმიდა სინოდის განჩინება დიაკვნებისა, მღვდლებისა და ეპისკოპოსების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის აკრძალვის შესახებ, რაც დედა ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება.. ის ვინც წმიდა სინოდის განჩინებას არღვევს უკვე ავტომატურად აღარაა დედა ეკლესიის წევრი..

3) კონსტანტინე იაკობაიშვილის ბიოგრაფიიდან 10 წელიწადი იდუმალებითაა მოცული ანუ გამქრალია, რაც ეწინააღმდეგება მოციქულთა კანონს..

ქრისტესმიერ საყვარელნო, ძმანო და დანო, განა არაა არგუმენტები საკმარისი?? თავად იმსჯელეთ.. მე კი ჩემის მხრიდან ზემოთაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე ანაქსიოსს ვუცხადებ ქორეპისკოპოს იაკობ (იაკობიშვილს), რაც საეკლესიო სამართლებრივად ყველანაირად გამართლებულია.. შეუძლიათ დამიბარონ წმიდა სინოდის სხდომაზე ანაქსიოსის გამოცხადების შემდეგ და დედაეკლესიის სწავლების თანახმად წმიდა სინოდის სხდომამდე ქორეპისკოპოსმა იაკობმა უნდა შეაჩეროს მღვდელმსახურება.. ჩემს წმიდა სინოდზე დაბარების შემთხვევაში უფრო ფართო სპექტრით და ძირეულად წარვადგენ მტკიცე და მყარ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ამ ადამიანის არამც თუ ეპისკოპოსობა, წიგნისმკითხველობაც კი არ ეგების დედა ეკლესიის წიაღში.. მისი ადგილი სტოვაშია კათაკმეველთა შორის..

ამინ!. ამინ!. ამინ!.

დანარჩენზე თავად იმსჯელეთ.. ფრიად საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენაც.. საინფორმაციო სააგენტოებს, ვთხოვ, გაავრცელონ ზემოთხსენებული ინფორმაცია რაც შეიძლება მოკლე დროში.. გმადლობთ.. ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით იღუმენი ილია (ვაშაკიძე)..“- წერს ვაშაკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42