„მათ ბუნებრივია თავიანთი უფლებები აქვთ, რომლებიც აუცილებლად დაცული იქნება, მაგრამ ამავე დროს დაცული იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულების სარეჟიმო პირობები და ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერანაირად აღმოჩნდებიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ციხეებში არ გვყავს და არ გვეყოლება VIP პატიმრები, არც ქურდული სამყაროდან და არც პოლიტიკური წრეებიდან. საპატიმროში ტელევიზორის ქონა ნებადართულია და ის წარმოადგენს წახალისების ფორმას იმ მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც კარგად იქცევიან.
კომპიუტერის ქონა პატიმრისათვის ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი საკუთარი სისხლის სამართლის საქმის მასალებს ეცნობა, მაგრამ არცერთ დაწესებულებაში არცერთ მსჯავრდებულს ინტერნეტით სარგებლობის უფლება და საშუალება არ აქვთ.
მერაბიშვილი,ახალაია და უგულავა, როგორც ყველა მსჯავრდებული, ჩვეულებრივ პირობებში იმყოფებიან“- განაცხადა კახიშვილმა.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






