ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კოალიციის მიერ წარმოდგენილ გეგმას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი ევროპული სტანდარტის შერეული სისტემით ჩატარდება.
“ძალიან კარგი შერეული სისტემაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაღალი ევროპული სტანდარტის შერეული სისტემა. 50%-იანი ბარიერი იქნება მაჟორიტარებისთვის. 1990 წლის შემდეგ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ეს, რომ პირველ ან მეორე ტურში ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი ნამდვილად უმრავლესობით უნდა იყოს არჩეული,“ -განაცხადა ბერძენიშვილმა.
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სისტემის რეფორმით დაინტერესებულ სხვა სუბიექტებს, მხარი დაუჭირონ კოალიციის მიერ შემოთავაზებულ უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას.
მასალის გამოყენების პირობები






