"ხელს ვერ და არ დავაფარებ არცერთ ჩემს თანამშრომელს"- კახი კახიშვილი
პოლიტიკა - 13:06, 31 Aug, 2015     2167
სასჯელაღსრულების მინისტრის კახი კახიშვილის განცხადებით, სანამ ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმყოფება, არანაირი საფრთხე არ არსებობს , რომ პენიტენციურმა სისტემამ სადამსჯელო-რეპრესიული სახე მიიღოს. ამასთან დაკავშირებით უწყების ხელმძღვანელმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

„დღეს ქართულ ციხეებში სისტემურ დანაშაულს ადგილი რომ არ აქვს, ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ სისტემაში ჩახედულია – ვგულისხმობ სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი ციხეების მონიტორინგს ატარებენ. შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცალკეულ გადაცდომებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ დავმალოთ და არავის ხელი არ დავაფაროთ. მე, როგორც მინისტრი, ხელს ვერ და არ დავაფარებ არცერთ ჩემს თანამშრომელს, რომელიც კანონის მოთხოვნებს გადაუხვევს და არცერთ პატიმარს, რომელიც კანონს დაარღვევს. როცა მინისტრის რანგში პირველი თათბირი ჩავატარე, ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი – ყველა ადამიანს, ვინც კარგად მუშაობს, შრომა დაუფასდება, ხოლო ის, ვინც კანონს გადაუხვევს, სულ რომ ჩემი მეგობარი იყოს, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა! სხვათა შორის, როცა სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იყო და მე მისი პირველი მოადგილე, პასუხისგებაში მივეცით ერთ-ერთი დიდი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე, რომელიც კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილა! ასე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, – ხელს არავის დავაფარებ!“- განაცხადა კახიშვილმა.

წყარო „ასავალ-დასავალი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42