"თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ" - როგავა "რეაქციის" და "იმედის კვირის" დახურვაზე
სოც.მედია - 11:31, 31 Aug, 2015     2829

"რე-აქციის" და "იმედის კვირის" დახურვასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი გურამ როგავა ვრცელ პოსტს ავრცელებს.

"რე-აქციის" და "იმედის კვირის" ესთეტიკა/ეთიკა არ მომწონს, გემოვნებაზე შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ ეს, ამ მომენტისთვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზუსტად ვიცი, გადაცემების დახურვასთან ამას კავშირი არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თოქ-შოუების "საკუთარი ნებით მაყურებელი" არასდროს ვყოფილვარ, მიჩნდება პროტესტის გრძნობა, რადგან ბევრი რამ ბუნდოვანია, "იმედის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მოტივი გაუგებარია.

ფაქტია, რომ ამ გადაცემებში მწვავედ შუქდებოდა პრობლემები და მეტ-ნაკლებად იყო შედეგიც, შესაბამისად, ორივე გადაცემა იყო მაღალრეიტინგული და შემოსავლიანი.

სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ტელევიზიის ოფიციალური განცხადებით იგებენ და ასე "იმედში" პირველად არ ხდება.

რაც შეეხება ვიღაცების მოწოდებას, რომ სოლიდარობის ნიშნად "ქრონიკელებმაც" უნდა დავტოვოთ ტელევიზია. არ ვიზიარებ ასეთ მიდგომას, გაქცევა გამოსავალი არ არის.

ვინც ასეთ სიტუაციაში გაიქცა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელევიზიიდან, ამან რა შეცვალა?!

გაქცევის შედეგი ხშირად იყო ის, რომ გაქცეულების ადგილებზე მოვიდნენ მორჩილი ჟურნალისტები, დავალებების 5იანზე შემსრულებლები.

დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, დარჩენა, არდანებება, ბოლომდე ბრძოლაა ღირსეული საქციელი.

უნდა დარჩე და ბოლომდე კეთილსინდისიერად აკეთო შენი საქმე.

შესაძლოა ხშირად არ გიწევდეს მასშტაბური პრობლემების გაშუქება, შესაძლოა ზოგჯერ იქ არ იყო, სადაც მოვლენის ეპიცენტრია, მაგრამ რაც და სადაც შეგიძლია, ყველგან მაქსიმალურად უნდა ეცადო, რეალური სურათი ნათლად ჩანდეს, არაფერი დამალო, ხელი არავის დააფარო...

სულ რომ პეპლებზე და გვირილებზე მომიწიოს რეპორტაჟების კეთება, იქაც ვიპოვი პრობლემებს!

ასე რომ, ძვირფასებო, გაქცევა გამოსავალი არ არის და არც ისაა გმირობა, რომ დარჩე და იბრძოლო. ეს ვალდებულება და პროფესიული პასუხისმგებლობაა.

ვერცერთ ჩემ რეპორტაჟს ან ჩართვას ვერ იპოვით, სადაც ხელისუფლების/ოპოზიციის ხარვეზები დავფარე ან მწვავე შეკითხვებს თავი ავარიდე.

ვინც გაღიზიანდება და მეტყვის, რომ ამ სტატუსით ვცდილობ, თავი გმირად წარმოვაჩინო (ადრე მისაყვედურეს, ასეთ საჯარო განცხადებებს იმიტომ აკეთებ, რომ თავი გმირი გგონიაო), ცდებით. არ მჭირდება თქვენი კომპლიმენტები და საქებარი სიტყვები. უბრალოდ, ზოგიერთი ფეისბუქ-ექსპერტის ბაქი-ბუქი ყელში ამოვიდა.

ემიგრაციიდან საუბარი კიდევ ძალიან მარტივია. თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ. თუ გაიქცევი, იმ მოტივით, რომ "ამ ქვეყანას არაფერი ეშველება", მაშინ მართლა არაფერი გვეშველება. თუ თავად არ იბრძოლე ცვლილებებისთვის, ამას შენს ნაცვლად სხვა ვერ/არ გააკეთებს.

იმ ემიგრანტებს ვგულისხმობ, ვინც გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ "იმედში" ვრჩებით და მაგალითად ევროპაში არ გავრბივართ.

და ბოლოს, წარმატებები ინგა გრიგოლიას და მის გუნდს. დარწმუნებული ვარ, მალე სხვა არხზე ვიხილავთ ყველას“, - წერს როგავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42