ენმ სერგეენკოს შემწეობის გარეშე დარჩენილი სოციალურად დაუცველთა 280 განცხადებას უგზავნის
პოლიტიკა - 10:59, 31 Aug, 2015     899
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯანდაცვის მინისტრსდავით სერგეენკოს შემწეობის გარეშე დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების 280 განცხადებას უგზავნის.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს ყველა რაიონში, საარსებო შემწეობის გარეშე დატოვებული ოჯახების აღწერას აგრძელებს და საზოგადოებას პერიოდულად აღწერის შედეგებს აცნობს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების განცხადებები წარადგინა და იმ უსამართლობაზე მიუთითა, რასაც დავით სერგეენკო სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ სჩადის.

„280 ოჯახი, რომლებმაც განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მომართეს, უმნიშვნელო ნაწილია იმ ათიათასობით ოჯახისა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საარსებო შემწეობის გარეშე დარჩნენ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა 27,000 ბავშვი, ასევე 30,000 პენსიონერი, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა.

ზოგადად, 2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506,245-დან 377,971 მოქალაქემდე შემცირდა იმ დროს, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს“, დავით სერგეენკომ პირადად განიხილოს აქ წარმოდგენილი განცხადებები და მიიღოს გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოყრილი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42