როგორც "ნიუპოსტისთვის" გახდა ცნობილი, ხვიჩა ჯიშკარიანის გადაყენების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად გოჩა ლაშქარავას დაასახელებენ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გოჩა ლაშქარავა გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად უკვე რამდენჯერმე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი საკრებულოს თავმჯდომარედ დასახელების საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ჯიშკარიანმა მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ რამდენიმე დღის წინ საგაგებო განცხადება გააკეთა. ჯიშკარიანი აცხადებდა, რომ მასთან „ქართული ოცნების“ რეგიონალური კურატორი დიტო სამხარაძე მივიდა და გადასცა პრემიერ მინისტრის ულტიმატუმი, რომ ჯიშკარიანს თანამდებობა ორი დღის ვადაში საკუთარი ნებით უნდა დაეტოვებინა. ჯიშკარიანმა მისი გადაყენების ინიციატორებად სენაკის რაიონის გამგებელი, მაჟორიტარი დეპუტატი და სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი დაასახელა. ჯიშკარიანის თქმით, ამ ადამიანებმა პრემიერ მინისტრი-ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომაში შეიყვანეს და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების აუცილებლობაში დაარწმუნეს.
ხვიჩა ჯიშკარიანი აცხადებდა, რომ საკრებულოს წევრებზე სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ხელისუფფლება საკრებულოს რამდენიმე წევრს მხარდაჭერის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას დაპირდა.
ჯიშკარიანიმა მისი შესაძლო გადაწყენება ბიძინა ივანიშვილის კადრების დევნად შეაფასა განაცხადა, რომ იგი ბიძაინა ივანიშვილის კადრად მოიაზრებოდა. მისივე განცხადებით ბიძინა ივანიშვილის კადრებზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






