რატომ არ მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდების იმ ახალ მოდელზე გადასვლა ჯერ კიდევ 2012 წელს, მაშინ, როცა აღნიშნული რეფორმა წინა მმართველობის პერიოდში 2011 წელს დაიწყო და 2012 წლისთვის ფაქტობრივად მზად იყო.
დიმიტრი შაშკინის მაშინელი განცხადებით, მთავრობა საქართველოში გამოცდების ახალი, ამერიკული სისტემის დანერგვაზე მუშაობდა. მინისტრის განცხადებით, ახალი სისტემით, სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც 8 საატესტატო და 4 ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება უწევთ, 8 საატესტატო და მხოლოდ 1 ან 2 ეროვნულ გამოცდას ჩააბარებენ.
„ჩვენი ქსპერტები მსჯელობენ იმაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბავშვებისთვის როგორ გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული და, ამავდროულად, არ დავაზარაოლოთ ჩვენი მთავარი ამოცანა - ცოდნის მიღება,“ - განაცხადა მაშინ მინისტრმა. განათლების მკვლევარებმა და ექსპერტებმა ახალი ინიციატივა დადებითად შეაფასეს.
2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განათლების სისტემაში დაწყებულ ამ რეფორმას, ახალმა ხელმძღვანელობამ ,,შაშკინი-სააკაშვილის რეფორმა“ უწოდა და მისი დანერგვა შეაჩერა, თუმცა როგორც სჩანს დროებით, ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელის შეცვალის აუცილებლობაზე თამარ სანიკიძემ უკვე გასული წლიდან დაიწყო საუბარი.
როგორ აფასებს დღეს ახალ მოდელზე გადასვლის გადაწყვეტილებას განათლების მაშინდელი მინისტრი. დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თამარ სანიკიძე მხოლოდ ეხლა მიხვდა იმ რეფორმის აუცილებლობას, რომელზედაც წინა ხელისუფლებამ 2011 წლიდან დაიწყო მუშაობდა.
_როგორც სჩანს სანიკიძემ თავისი მინისტრობის მესამე წელს აღმოაჩნია, რომ არსებობს ინტერნეტი, არქივი და დაიწყო კითხვა იმისა, რასაც ჩვენ 2012 წლამდე ვაკეთებდით. რაც მან ინტერვიუში ილაპარაკა იყო სიტყვასიტყვით გამეორება ჩვენი მესიჯებისა და სტრატეგიული გეგმის, რომელიც ჩვენ პირველად 2011 წლის ბოლოს გავაჟღერეთ. სანიკიძეს ეტყობა ჰგონია, რომ ხალხს 3 წელიწადში დაავიწყდება ყველაფერი. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ როდესაც სანიკიძე და მარგველაშვილი სამინისტროში მოვიდნენ 2012 წელს ამ ორიმა ადამიანმა გააჩერა უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც განათლების სამინისტროში მიმდინარეობდა და ეს რეფორმა ეხებოდა საგამოცდო სისტემას.
2005 წელს, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები დაინერგა, მთავარი გამოწვევა იყო კორუფცია. ბავშვები ვერ აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში ქრთამის გარეშე. ეს პრობელმა მოგვარდა.
_თუმცა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მოგვარდა და მან წინა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი დადებითად შეაფასა კიდეც...
_დიახ, ჩემი მესიჯებით ილაპარაკა, ეყობა წაიკითხა ჩემი ერთი ინტერვიუ... ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ გავიდა 6 წელი და სისტემის წინაშე დადგა ახალი გამოწვევა - სკოლაში სწავლის გაძლიერება. კორუფციის მოგვარებამ გამოიწვია ის, რომ ბავშვებმა დაიწყეს მომზადება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. სასკოლო პროგრამა მათ უკვე ნაკლებად აინტერესებდათ, მითუმეტეს, როცა ყოველთვის იდგა საშიშროება, რომ სასკოლო და მისაღები გამოცდების პროგრამა არ იქნებოდა ერთნაირი. რასაც ჰქვია, კბილებით მეჭირა სიტუაცია, რომ ეროვნული გამოცდების პროგრამა ხელიდან არ გაქცეოდათ და არ ყოფილიყო უფრო რთული, ვიდრე სასკოლო პროგრამა. ამის საშიშროება მუდმივად იყო და ვიყენებდთი ყველა ძალისხმევას, რომ ეს არ მომხდარიყო.
დღეს საგამოცდო პროგრამა სრულიად არის აცდენილი სასკოლო პროგრამას, რაც იწვევს იმას, რომ ბავშვები იძულებული არიან მივიდნენ რეპეტიტორთან. როგორი ძლიერი პედაგოგიც არ უნდა გყავდეს სკოლაში და როგორ კარგადაც არ უნდა სწავლობდე, ძალიან გაგიჭირდება, რადგან გამოცდებზე სხვა რამეს გეკითხებიან. საქართველოში მშობლების ჯიბიდან მიდის 180 მილიონი ლარი რეპეტიტორებში, ეს არის ჩვენი მშობლების ფული. ეს პრობელმა იდგა 2011 წელს და ჩვენ დავიწყეთ რეფორმა. პირველი - ეს გულისხმობდა იმას, რომ თუკი ბავშვები აბარებდნენ და დღესაც აბარებენ 8 გამოცდას სკოლაში და პლუს 4 გამოცდას უმაღლეს სასწავლებელში, იქნებოდა 8 გამოცდა, რომელსაც ისინი ჩააბარებდნენ სკოლაში, მხოლოდ სასკოლო პროგრამით, არანაირი რეპეტიტორი ამისთვის არ დაგჭირდებოდათ და ერთ გამოცდას უნარებს, ანუ ამ 9 გამოცდით მოხვდებოდით უმაღლეს სასწავლებელში. მეორე - გამოცდები იქნებოდა მხოლოდ სასკოლო პროგრამის ფარგლებში და მესამე - მშობლებს არ დასჭირდებოდათ 180 მილიონი ლარის დახარჯვა იმისათვის, რომ ბავშვი მოხვედრილიყო უნივერსიტეტში. მეოთხე იყო ის, რომ უნივერსიტეტებს ვაძლევდით სრულ თავისუფლებას იმისათვის, რომ აერჩიათ საგნები, რომლითაც ბავშვებს აირჩევდნენ თავის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი არ იქნებოდა შეზღუდული, რომ მაგალითად, აუცილებლად უნდა ჩააბაროს ბავშვა ისტორია... შესაძლოა უნივერსიტეტს უნდა რომ მიიღოს ბავშვი, რომელსაც მაღალი ქულა აქვს მათემატიკაში, ან გეოგრაფიაში, ზუსტად იგივე სისტემა მუშაობს დასავლეთში - დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში... იქ ბავშვი ხვდება უნივერისტეტში ატესტატის ქულების საფუძველზე. უნარები განსაზღვრავდენენ გრანტს.
ამის რეფორმის მთავარი პლუსი იყო, რეპეტიტორების პრობლემის მოგვარება, სამართლიანობის აღდგენა, რომ მხოლოდ შეძლებული ოჯახის შვილებს არ ექნებოდათ მაღალი ქულები იმიტომ რომ მათ რეპეტოტორები ჰყავდათ და უნივერსიტეტები უფრო ავტონომიურები გახდებოდნენ.
_როდის უნდა ამოქმედებულიყო თქვენი, ანუ წინა ხელისუფლების გეგმით ახალი რეფორმა?
_ეს რეფორმა დაწყებული იყო 2011 წელს და 2012 წელს უკვე ბოლომდე იყო მიყვანილი, 2013 წელს უნდა დანერგილიყო. ყველა სამუშაო იყო ჩატარებული, ყველა ლოჯისტიკური პრობლემა იყო მოგვარებული, მზად იყო. მაგრამ როცა მოვიდნენ მარგველაშვილი და სანიკიძე, მე ხომ მლანძღეს ამის გამო, გააჩერეს ეს ყველაფერი, აცხადებდნენ, რომ ეს რა უბედურებაა და ა.შ. სამი წლის შემდეგ სანიკიძე ურცხვად გამოდის და სიტყვასიტყვით იმეორებს ჩემს პროგრამას, ისე, რომ ბოდიშიც არ მოუხდია... ბოდიშს ვინ ჩივის, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ სამი წელი დავკარგეთ, მე-12 კლასის სამ კურსს შეეხო, 100 ათას ბავშვს.
მნიშვნელოვანი იყო თავად უნივერსიტეტების დამოკიდებულებად ამ რეფორმის მიმართ, მაგალითად, კახა ბენდუქიძესთან რომ ვსაუბრობდით ამ თემაზე, იგივე სხვა უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას, ყველა ერთხმად აღნიშნავდა ერთ პრობელმას, რომელიც ახასიათებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს - ბავშვმა ძალიან კარგად იცის ის საგამოცდო პროგრამა, რომელსაც აბარებს, მაგრამ იყო შეზღუდული მისი ცოდნის წრე, მას არ ჰქონდა ზოგადი განათლება და ფართო ცოდნა. ეს არის Hard skills და Soft skills. Hard skills ბავშვს ჰქნოდა, რადგან ის იზეპირებდა საგამოცდო პროგრამას, მაგრამ Soft skills ვერ ვითარდება მხოლოდ ამ პროგრამის დაზეპირებით. ერთნაირად უნდა გესმოდეს როგორც ისტორია, ასევე გეოგრაფია, ლიტერატურა; ერთნაირად უნდა გესმოდეს მათემარიკა და ფიზიკა. არავინ გთხოვს ამას უმაღლეს დონეზე, მაგრამ ზოგადი საფუძვლები უნდა იცოდე. თუ შენ ძალიან კარგად იცი გეოგრაფია, მაგრამ საერთოდ არ იცი ისტორია, შენში ის Soft skills, რომელზედ 90% არის დამოკირებული შენი ცხოვრების წარმატებულობა, არ ვითარდება. ეს არის მეცნიერების დადგენილი და ამაზე ათწლეულები მუშაობდნენ და თქვეს, რომ თუ შენ არ ფლობს ბაზისურად ამ 8 საგანს, შენში ვერ ვითარდება ის უნარები, რომელიც გჭირდება. ეს პატარა ბავშვს არ ესმის, მაგრამ სახელმწიფო არსებობს იმისათვის, რომ შექმნას ეს სიტემა და ბავშვი აქამდე მიიყვანოს.
მასალის გამოყენების პირობები






