,,სახელმწიფომ აბიტურიენტები არ უნდა დაჩაგროს. მეორადი ჩარიცხვის პრობლემა 2011-12 წლებში მოგვარებული იყო“
პოლიტიკა - 14:49, 30 Aug, 2015     2031
რატომ დარჩნენ საშუალო და მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტები უმაღლესი სასწავლებლის გარეშე და რა გამოსავალი უნდა ნახოს განათლების სამინისტრომ. უნივერსიტეტების გარეშე დარჩენილი აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვების პრობლემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა. განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ 2011-2012 წლებში ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილი იყო, რისთვისაც სამინისტრომ მაშინ შესაბამისი ღონისძიება გაატარა.

შაშკინი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც, მისი აზრით, განათლების სისტემა პრობლემის წინაშე დააყენა.

,,მეორადი ჩარიცხვების პრობელმა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ჩემი მინისტრობის პერიოდში ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა. ერთი მხრივ მეორადი ჩარიცხვები ხელს უშლიდნენ უმაღლეს სასწავლებლებს, რომ სწორად დაეგეგმათ და დროულად დაეწყოთ სწავლა, რადგან მეორადი ჩარიცხვების დროს სტუდენტების ჩარიცხვი და გრანტების გაცემის პროცესი მიდის ხანგრძლივად და უნივერსიტეტები ვერ იწყებდნენ სწავლას ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. თუმცა მეორეს მხრივ, მეორადი ჩარიცხვების გარეშე ზარალდებოდა როგორც სტუდენტი, რომელმაც გადალახა ზღვარი, ასევე ზარალდებოდა უნივერსიტეტი, რომელსაც აკლდებოდა სტუდენტი, შედეგად აკლდებოდა ფინანსები. ამიტომ 2010 წელს ჩემი ბრძანებით, აბიტურიენტის მიერ შემოსახაზი უნივერსიტეტების რაოდენობა 7-დან გავზადეთ 20-მდე. ამით ჩვენ მოვაგვარეთ ყველანაირი პრობლემა და დამატებითი ჩარიცხვების მექანიზმები საჭირო აღარ იყო. 2011-2012 ეს პრობლემა საერთოდ აღარ იდგა. ეს იყო პრობლემის მოგვარების ერთი ნაწილი. მთავარი, რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო ის, რომ ყოველწლიურად სკოლებში ვაწარმოებდით მნიშნელოვან კამპანიას და ვუხსნიდით მე-12 კლსელებს როგორ უნდა შემოეხაზათ და რა პრონციპით აერჩიათ უმაღლესი სასწავლებლები, რომ მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში ისინი უნივერსიტეტებში მოხვედრილიყვნენ. მთავარი იყო ამ კამპანიის წარმოება. არიან ბავშები, რომლებიც დადიან ძვირადღირებულ რეპეტიტორებთან და ისინი უხსნიან, არიან ბავშვები რომლებიც არ დადიან და არ იციან ამის შესახებ. ზოგი თავად ეძებს ინფორმაციას ამის შესახებ. შესაძლოა ისინი ვინმემ შეცდომაში შეიყვანოს და სწორად არ შემოხაზოს სასურველი სასწავლებელი.

პრობლემა არის ის, რომ სამინისტრომ არ ჩაატარა შესაბამისი კამპანია და ვერ აუხსნა ბავშვებს რა პრინციპით უნდა შემოეხაზათ უმაღლესი სასწავლებლები. იმის გამო, რომ სამინისტროს დაეზარა აქტიური მუშაობა, მივიღეთ ის სურათი, რომ დაზარალდა რამდენიმე ათასი ბავშვი და დაზარალდნენ უნივერსიტეტები, რომლებიც დარჩნენ სტუდენეტების გარეშე. ცარიელი ადგილი ნიშნავს იმას, რომ როცა აცხადებს მიღებას, მათ ჰყავთ უკვე აყვანილი პროფესორები, შექმნეს ინფრასტრქტურა და ა.შ. გამოდის რომ უნივერსიტეტებმა მიიღეს ფინანსური ზარალი“ - განაცხადა შაშკინმა.

რაც შეეხება გამოსავალს, ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ დღეს სახელმწიფოსთვის არის თავის ტკივილი. ,,ის, რომ ეს 2011-2012 წლებში კეთდებოდა არ არის საკმარისი, ეს უნდა გაგრძელებულიყო“ - აცხადებს შაშკინი.

რამდენად გამართლებული იქნება მეორადი ჩარიცხვების დაშვება, შაშკინი ამბობს, რომ ეს არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ,,ამ წუთისთვის რთული გადაწყვეტილებაა მისაღები. ამავდროულად მთავარი, ჩემი სუბიექტური აზრით, არის ის, რომ არ დაიჩაგრონ ბავშვები. რამდენიმე ათასმა ჩააბარა და დღეს ამ ბავშებისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობის განცდა. მათ ზღვარი გადალახეს, აიღეს კარგი ქულები და ვერ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებელში. მე ვფიქრობ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მთავარია, რომ ამ ბავშვების ინტერესებიდან გამოვიდეს. მე მესმის, რომ არსებობს უნივერსიტეტების ფინანსური ინტერესები, არსებობს სტრატეგიული განვითარების გეგმა და ა.შ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე რამდენიმე ბავშვის ბედი. მე არ ვამბობ, რომ ათასობით... რამდენიმეც რომ არ დარჩეს ამ უსამართლობაში, ესეც მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს ნებისმიერი უწყება არის ხალხისთვის და არა ხალხი სამინისტროებისთვის. ამიტომ უნდა გამოვიდეთ ამ ხალხის ინტერესებიდან“ - განაცხადა შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42