რუსეთს მოუწევს შეეგუოს, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შეუქცევადია - ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკა - 21:58, 27 Aug, 2015     951
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, NATO-ს წვრთნისა და შეფასების ცენტრის საქართველოს ტერიტორიაზე გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამ ნაბიჯით საქართველო-ნატოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. როგორც ნიკა ჩიტაძემ ”ნიუპოსტთან” საუბარში განაცხადა, აღნიშნული შემთხვევა უნიკალურია, რადგან NATO თავის ცენტრებს პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე არ ხსნის.

”ეს ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ NATO საქართველოს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და სახელმწიფოს. ამასთანავე რუსეთსაც მოუწევს იმის გათვითცნობიერება, რომ საქართველო არ არის მარტო და მას ისეთი პარტნიორები ჰყავს, როგორიც NATO და ევროკავშირია, რომლებიც მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ.”- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ნიკა ჩიტიძის თქმით, რუსეთს მოუწევს შეეგუოს, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია.

”მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული ცენტრი არ არის სამხედრო ბაზა, რუსეთი ამას თავისი მოსახლეობის ყურადღების გადასატანად იყენებს, ცდილობს შექმნას მტრის ხატი და საკუთარ მოსახლეობას აჩვენოს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ ეკონომიკური მგომარეობა გარეშე მტრების ბრალია.”- აღნიშნა ჩიტაძემ.

ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას თუ ნამდვილად სურს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მან აუცილებლა უნდა გაითვალისწინოს ის შენიშვნები რომლებიც NATO-სგან და ევროკავშირისგან მოდის და რომელიც ძირითადად სასამართლო სისტემის რეფორმირებას, პროკურატურის დამოუკიდებლობას და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას ეხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42