,,რუსეთი უკან იხევს, როცა ხედავს, რომ არ ხარ მიტოვებული“ - შარაშენიძე ნატო-ს საწვრთნელ ცენტრზე
პოლიტიკა - 19:09, 27 Aug, 2015     2057
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. როგორც თორნიკე შარაშენიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის და ჯარისკაცების არსებობა უსაფრთხოების სერიოზული გარანტიაა:

„ჩვენ ტერიტორიაზე არის ნატოს ინფრასტრუქტურა და ეს უკვე არის დაცულობის გარკვეული გარანტი. ჩვენ გაწევრიანებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, მაგრამ თუ ჩვენს ტერიტორიაზე იქნებიან ნატოს წევრი ქვეყნების ოფიცრები და სამხედროები ეს უკვე უსაფრთხოების სერიოზული გარანტიაა.“- აღნიშნა შარაშენიძემ.

ექსპერტმა პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, შარაშენიშის შეფასებით, პრემიერი იმ ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცა, ვისაც ამ ცენტრის გახსნით რუსეთის გაღიზიანების ეშინოდა და მისი მხრიდან პაციფისტური განცხადება და მრავალჯერადი ხაზგასმა იმისა, რომ ეს ცენტრი არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს აქედან გამომდინარეობდა:

„პრემიერი მოექცა იმ ადამიანების გავლენის ქვეშ, ვინც ამ ცენტრის გახსნით რუსეთის გაღიზიანების ეშინოდა და იძულებული გახდა მაქსიმალურად პაციფისტური განცხადება გაეკეთებინა.“- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შარაშენიძის თქმით, რუსეთმა დაინახა, რომ საქართველო მიტოვებული არაა და ის ამჟამად თვითდამშვიდებას ეწევა, რომ მიუხედავად ცენტრის გახსნისა, საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება

„ნატოს ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით კივილ-წივილი ატეხეს აქაურმა პრორუსულებმა ძალებმა, რუსეთს კი თვითდამამშვიდებელი რეაქცია ჰქონდა - ცენტრი გაიხსნა, მაგრამ მაინც ვერ შევლენ "ნატო"-ში. როცა რუსეთი ძალას ხედვას და ხედავს რომ მიტოვებული არა ხარ, იხევს უკან .“- აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42