ციხეებში C ჰეპატიტით დაავადებულების ახალი პრეპარატით მკურნალობა დაიწყო
პოლიტიკა - 18:27, 27 Aug, 2015     1214
3 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების/ბრალდებულების მკურნალობა ახალი პრეპარატით დაიწყო. პირველ ეტაპზე, პრეპარატ „სოფოსბუვირით“ მკურნალობის კურსში 5 პატიმარი ჩაერთო. N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობის დაწყების პროცესს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დაესწრო. მინისტრმა მსჯავრდებული ქალები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. დაწესებულების ექთანმა მინისტრს პრეპარატის მიღების წესი გააცნო. წლის ბოლომდე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჩართვა, კომისიის გადაწყვეტილებით, კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში ეტაპობრივად მოხდება.

„5 ათასამდე პატიმარს უკვე ჩაუტარდა მკურნალობის კურსი პრეპარატ „ინტერფერონით’, მაგრამ დღეს ვიწყებთ ახალი სამედიცინო პრეპარატის „სოფოსბუვირის“ საშუალებით მკურნალობას, რომელიც გაცილებით ეფექტურად კურნავს ამ საშიშ დააავადებას, ვიდრე წინა მედიკამენტები. ჩვენ დავპირდით მსჯავრდებულებს, რომ 2015 წლის 1 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყებოდა ამ პრეპარატით მკურნალობა და დღეს უკვე სამ დაწესებულებაში შევიდა შემოვიტანეთ ეს პრეპარატი. „სოფოსბუვირი“ საკმაოდ ძვირადღირებულია, თითო აბი 800 ევრო ღირს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ხელშეწყობით, შემოვიდა ეს პრეპარატი და ჩვენ უკვე შეგვიძლია C ჰეპატიტით დაავადებულ მსჯავრდებულებზე უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ. - განაცხადა კახა კახიშვილმა

ახალი გენერაციის ანტივირუსული პრეპარატის სოფოსბუვირის ეფექტურობა 90 პროცენტს აღწევს. პრეპარატით მკურნალობას 12 ან 24 კვირა ჭირდება და რაც მთავარია, მკურნალობისას არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები. მედიკამენტი, თერაპიის დაწყებიდან, 24 კვირაში მდგრად ვირუსოლოგიურ პასუხს იძლევა.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელების ინიციატივით 2013 წელს სისტემაში ვირუსული C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო. თავდაპირველად მსჯავრდებულებს „ინტერფერონითა“ და „რიბავერინით“ მკურნალობდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატები საკმარისად ეფექტური იყო, მათ სერიოზული გვერდითი მოვლენები ჰქონდა. ახალი პრეპარატი „სოფოსბუვირი“ C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის იდეალურია.

ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური დაავადებაა მსოფლიოში. სამედიცინო ექსპერტთა გამოკვლევებით, სხვადასხვა ჯგუფის ჰეპატიტებით დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედია ინფიცირებული. მათ შორის ყველაზე მძიმე C და B ჰეპატიტებია. თავისი მასშტაბურობით ჰეპატიტი მთელი მსოფლიოს პრობლემად არის ქცეული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42