"ეს მხოლოდ დღევანდელი მთავრობის მონაპოვარი არაა"- უსუფაშვილი NATO-ს ცენტრის შესახებ
პოლიტიკა - 18:15, 27 Aug, 2015     1684
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველო-NATO-ს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პროგრესი რაც საქართველომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში მიაღწია მხოლოდ დღევანდელი მთავრობის დამსახურება არაა:

„ეს ცენტრი უბრალო მოვლენა არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოვლენა. იმიტომ, რომ ამ ცენტრის მეშვეობით ნატო-ს წევრი სახელმწიფოები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში კიდევ უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული. იქ სადაც ვართ დღეს, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მთავრობის მონაპოვარი, ეს არის რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, ლიდერის, პრეზიდენტების, მთავრობის, მინისტრების ერთობლივი ჯამური ნაღვაწი, ეს ასე უნდა გაგრძელდეს და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ის რაც გაკეთებულია პოლიტიკურ მოვლენებს არ უნდა გადავაყოლოთ,"-განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა "მაპ"-ის თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ტექნიკური ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა:

"მე ბატონ გენერალურ მდივანს მოვახსენე, რომ ჩვენ არ გვინდა, "მაპ"-ის თემა გახდეს პოლიტიკური თემა, რადგან "მაპ"-ი არის ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელზეც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იყო ლაპარაკი. მაგრამ პოლიტიკურად იქ ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ანუ, პოლიტიკურ ნაწილში იყო და რჩება სრული მკაფიოობა. მაგრამ ეს ტექნიკური ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი ნატოს შტაბ-ბინასთანაც, მის ხელმძღვანელებთანაც და წევრ სახელმწიფოებთანაც, რომ ეს საკითხი არ იქცეს რაიმე ტიპის დაბრკოლებად. ვინაიდან ყველა განწყობილია იმისკენ, რომ ეს არ არის დაბრკოლება და თუ არ არის დაბრკოლება, მოდი, ძალიან მარტივად მოვაგვაროთ ეს ამბავი უახლოეს თვეებში, ვარშავის სამიტამდე. ჩვენ რაც არ გვჭირდება, ეს არის რაიმე ტიპის დაბრკოლება. მას "მაპი" ერქმევა თუ რაიმე სხვა სახელი, ჩვენ დაბრკოლებები უნდა მოვხსნათ. დღეს ამ საკითხში ვინაიდან სიცხადეა შესატანი, ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან, თავად ნატო-ს სათავო ოფისიდან, შევიტანოთ სიცხადე, რომ აღარ იყოს სპეკულაციების საგანი. ის ინსტრუმენტები, რაც დღეს საქართველოს აქვს, არის უნიკალური ინსტრუმენტები უელსის სამიტის შემდეგ. ღონისძიებების პაკეტი, მათ შორის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა, ეს უკვე იმ ტიპის ინსტრუმენტებია, რომლებიც პროცესს პრაქტიკულად შეუქცევადს ხდიან. ვინაიდან ეს ასეა, მოდი ამას დავარქვათ თავისი სახელი. "მაპი", "მაპის" გარეშე, "მაპის" ამოღებით, დამატებით... ამ დეტალებზე და ფორმულირებებზე ჩვენ შევჯერდებით. რაც მთავარია, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ჩვენი ყოველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ემსახურება მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში და არა რაიმეს პირიქით. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს ეს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც", - განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42