ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველოსთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ეტაპს.
"ცენტრი საქართველოსთვის დახმარების აღმომჩენი იქნება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უფრო თამამედროვე, უფრო მაღალი ბრძოლისუნარიანობით იყოს აღჭურვილი, იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს დაუპირისპირდეს. ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის და გააუმჯობესებს თანამშრომლობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის. საქართველოსა და ნატო-ს სხვა პარტნიორ ქვეყნებს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ავღანურ მისიაში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ითანამშრომლონ. მომავალში სხვა ღონისძიებებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმევდება, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არსებობს, სანამ აღნიშნული ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდება. ცენტრი არ არის მხოლოდ შენობა და მხოლოდ ოფისები. მასში შედის პოლიგონები, სხვადასხვა ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ქართული და ალიანსის პერსონალი ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. გასულ სექტემბერს, ნატო-ს ლიდერები და საქართველოს ხელმძღვანელობა მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აღნიშნული ცენტრი უნდა დაარსებულიყო. ჩვენ ეს ვალდებულება ვადებში შევასრულეთ. ნატო საქართველოს დაპირდა სერიოზულ მხარდაჭერას რათა სტიმული მისცეს საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯია ამ დაპირების შესრულების საკითხში.
წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა დამატებით განვითარდება. საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატო-სთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა უფრო ამაღლდება ქვეყანაში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






