"ჩვენთვის მეტად სასიხარულოა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ცენტრი ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. საქართველოს უკვე აქვს ნატოს მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო ცენტრების მართვის გამოცდილება და ვფიქრობ, ეს გამოცდილება დაგვეხმარება ახალი ცენტრის მართვაში.
ამ პაკეტში წვრთნისა და შეფასების ცენტრი ყველაზე მასშტაბური კომპონენტია და მისი დაარსება წარმოაჩენს პროგრესს, რომელსაც ერთად მივაღწევთ. ცენტრი დაგვეხმარება ჩვენი შეირაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ამ ცენტრს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ეს ცენტრი ამაში დაგვეხმარება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას.
სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ. მეტიც, ის იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ეს ცენტრი ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. ეს იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






