"რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა, ბიუჯეტის თანხებით ავტომობილები შეიძინეს"
პოლიტიკა - 12:57, 27 Aug, 2015     2077
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქ რუსთავის მერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილ ავტომობილებზე – volkswagen phaeton (რუსთავის მერი) და toyota landcruiser 200 (ქვემო ქართლის გუბერნატორი) ისაუბრა, რომელთა ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 300 ათასამდე ლარს შეადგენს.

დეპუტატის განცხადებით, ამ შესყიდვით, პრემიერის დადგენილების მე–8 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულებისა, პირდაპირაა უგულვებელყოფილი.

„დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აღნიშნულია, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ და მე–8 პუნქტში ვკითხულობთ – აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა გარდა სპეციალური დანიშნულებისა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მანქანები სპეცდანიშნულების ტექნიკას არ წარმოადგენს, ესაა ფუფუნება, რომელის უფლებასაც ივანიშვილის ჩინოვნიკები აძლევენ თავს.

ხელისუფლება არის ჩვეულებრივი მატყუარა. ერთი ხელით ისინი ხელს აწერენ მსგავს დოკუმენტებს და გვეუბნებიან, რომ ქამრებს შემოიჭერენ, მეორე ხელით კი ზუსტად ქამრებს იჭერენ ასეთ ავტომობილებში. ხელისუფლების არაადეკვატურობას ზღვარი არ აქვს და ალბათ რიგითი რუსთაველები, რომლებისაც კვირიდან კვირამდე თავის გატანა უჭირთ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მამუკა ჩიქოვანმაც. მისი თქმით, სრულიად არაადეკვატურია გუბერნატორისა და ქალაქ რუსთავის მერის ქმედებები მაშინ, როცა რეგიონში არაფერი კეთდება და მოსახლეობაც უკიდურეს მდგომარეობაშია.

„იმის მიუხედავად, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე ყოველდღიურად საუბრობს, ბიძინა ივანიშვილის პირადი წარმომადგენელი, ქვემო ქართლის გუბერნატორი თავს უფლებას აძლევს ადგილობრივი ბიუჯეტი პირადი კომფორტისთვის გამოიყენოს. მან და რუსთავის მერმა ჩათვალეს, რომ ახლა სწორედ ახალი ავტომობილების შეძენის დროა“, – განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42