ირაკლი ღარიბაშვილმა "ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი"-ს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრის საქმიანობა არ იქნება რომელიმე მეზობელი სახელმწიფოს წინააღდეგ მიმართული, არამედ იგი იქნება რეგიონალური უსაფრთხოების გარანტი.
„მოგესალმებით ბატონო გენერალურო მდივანო და ძვირფასო სტუმრებო. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ვიზიტი საქართველოში და მინდა მადლიერებით ავღნიშნო ეს ფაქტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვს და არის გამოხატულება თქვენი სოლიდარობსი და მხარდაჭერის. დღეს ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრი. პირველ რიგში ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ასევე შევაფასეთ უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა. მე შემიძილია აღვნიშნო, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ასევე ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელსაც ჩვენ რამდენიმე საათში ერთობლივად გავხსნით არის ამის ნათელი დადასტურება.
სასწავლო ცენტრის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, უფრო მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობის სამსახურში. ცენტრი ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას, რაც მათვარია ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ასევე ვისაუბრეთ ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოს სათანადოდ მომზადებაზე და განვიხილეთ გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და განვიხილეთ ბოლო დროს საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. გენერალურ მდივანს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის და საქართველოს მიერ გადადგმული ცალმხრივი, პრაგმატული ნაბიჯების შესახებ. მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით ავღნიშნო გენერელური მდივნის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და სუვერებნიტეტის მხარდაჭერა,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






