ომბუდსმენი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს
პოლიტიკა - 12:28, 27 Aug, 2015     1065
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ბავშვობის ასაკიდან იმყოფებიან სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ იძულებულნი ხდებიან დატოვონ შესაბამისი დაწესებულებები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების გარეშე. სახელმწიფო მათ არ სთავაზობს ადეკვატურ მხარდაჭერას, რის გამოც, სხვა სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ისინი საცხოვრებლისა და შესაბამისი სერვისების გარეშე რჩებიან. აღნიშნულის გამო ვერ ხერხდება მათ მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილი სარგებლობა.

ხელისუფლებას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა/სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს, გარემოში არსებული ბარიერების დაძლევას და მათთვის ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტს. საკითხს რიგ შემთხვევაში არეგულირებს ეროვნული საკანონმდებლო აქტები, თუმცა მათი უმრავლესობა პრაქტიკაში არ მუშაობს.

სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით დიდი ფინანსური რესურსის ხარჯვას და არ წარმოადგენს დაუძლეველ ტვირთს, ნების არსებობის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მთავრობას მიმართა შემდეგი რეკომენდაციებით:

პასუხისმგებელი სამინისტროების ჩართულობით მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების საკანონმდებლო რეგულირება, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად

პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით, შეიქმნას სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით ამ პირთათვის გარანტირებული უფლებების პრაქტიკულ იმპლემენტაციას

სამოქმედო გეგმაში გაიწეროს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი კონკრეტული პროგრამები, ნათლად და მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანებით, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებებით, შესრულების ინდიკატორებით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებით და კონკრეტული დაფინანსების წყაროებით

სამოქმედო გეგმაში გაწერილმა პროგრამებმა მოიცვას სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ფინანსური მხარდაჭერის, პროფესიული მომზადებისა და დასაქმების, ცხოვრებისეული უნარების განვითარების კომპონენტები

სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გაწერილ პროგრამებში განისაზღვროს სახელმწიფოს ზრუნვიდან გამოსულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მხარდამჭერი სერვისების შეთავაზება ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სამინისტროებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველსაყოფად მოახდინოს სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინაციის მექანიზმის/ფორმატის ჩამოყალიბება

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ იმ პირთა თავშესაფრით და ადეკვატური სოციალურ დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა, რომლებსაც მოცემული მომენტისთვის ამის კრიტიკული საჭიროება გააჩნიათ - ნათქვამია ომბუდსმენის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42