NATO-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია NATO-ს იმედი ჰქონდეს - სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 12:32, 27 Aug, 2015     1436
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია საქართველოში ვიზიტი და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა. აღნიშნული განცხადება იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო მისიებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას, მადლობა გადაუხადა საქართველოს ამ მხარდაჭერისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების გამო მწუხარება გამოთქვა:

„საქართველო გახლავთ მტკიცე და სანდო წვლილის შემტანი უსაფრთხოების საკითხებში, ჩვენი თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის, ჩვენ დღეს დამატებით ვაღრმავებთ ჩვენ საქმიანობას და წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი,“ - განცხადა სტოლნტერბერგმა. მისი თქმით გასულ წელს მიღებულ არსებით პაკეტს უკვე ხელშესახები შედეგები მოაქვს.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO აფასებს იმ პროგრესს რასაც საქართველომ მიაღწია, ამასთანავე ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესს.

„საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა წევრობის გზაზე წინ იმოძრაოს და თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია მარტივი გზა არ გახლავთ, მას სჭირდება დრო, შემართული ძალისხმევა და რეალური ცვლილებების განხორციელება. მე ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობა და მთავრობა ერთგულია ამ მიმართულების. ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით რეფორმებს, სასამართლო რეფორმების ჩათვლით და ხაზს ვუსვამ იმ პროგრესს, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და ასევე აღვნიშნავ, რომ ეს პროგრესი უნდა გაღრმავდეს. NATO-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია NATO-ს იმედი ქონდეს,“- განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42