მერიაში სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს
პოლიტიკა - 09:53, 27 Aug, 2015     1125
თბილისის მერიაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან, მენაშენეთა ასოციაციის წევრებთან და არქიტექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ღოღობერიძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს კანონპროექტი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“. კანონპროექტი სამშენებლო ნებართვების მიმართულებით ცვლილებებს ითვალისწინებს.

ნინო ღოღობერიძის განცხადებით, კანონპროექტი ორი თვის განმავლობაში მუშავდებოდა, ამ ეტაპზე მას სფეროს სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ და დოკუმენტის საბოლოო ვერსია საკრებულოს დასამტკიცებლად სექტემბერში გადაეგზავნება.

„სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით ვგეგმავთ გარკვეული სახის ცვლილებებს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს და არქიტექტორებს გავაცანით, რადგან გვაინტერესებს მათი მოსაზრებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშრებით. მათ ცვლილებებთან დაკავშრებით სრული მასალა გადაეგზავნებათ. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ წინადადებებს და დასაბუთებულ შენიშვნებს. სექტემბერში კი კანონპროექტი საკრებულოს გაადაეგზავნება“, - განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურის ახალ სერვისთან დაკავშირებით.

„მათ გავაცანით, რომ უკვე მოქმედებს განსაკუთრებული მომსახურების სერვისი, რომელიც მასშტაბური ობიექტების მომსახურებას გულისხმობს. ეს სერვისი უკვე ამოქმედებულია და ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია მიიღოს აღნიშნული მომსახურება. განსაკუთრებული მომსახურების სერვისი, ეს არის არქიტექტურის სამსახურთან მიბმული სერვისი, რომლის მიხედვითაც არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი შეისწავლის პროექტს და ნებისმიერ დახმარებას გაუწევს მშენებელს მისი კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი საჯაროდ განიხილება სფეროს სპეციალისტებთან ერთად.

„მომწონს ის დამოკიდებულება, რაც დღეს მერიაშია. ეს არის გახსნილი მსჯელობა. დეველოპერები ფაქტის წინაშე კი არ დგებიან, არამედ ერთად ვიხილავთ ამ საკითხებს. მიდის ჯანსაღი კამათი, დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42