აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება
პოლიტიკა - 15:02, 26 Aug, 2015     1573

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას შორის ”მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აშკარად გამოიკვეთა აფხაზეთის მარიონეტული დე-ფაქტო მთავრობის მხრიდან რუსეთის ინტერესებზე მორგებული დესტრუქციული ქმედებების გააქტიურება, რაც აშკარად მიუთითებს მოსკოვის პირდაპირი მმართველობის დამყარებაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

კრემლი, მისი ჯიბის პრეზიდენტის - რაულ ხაჯიმბას ხელით, ცდილობს სისრულეში მოიყვანოს ის მუხანათური განზრახვები, რაც ვერ მოახერხა ბოლო ოცი წლის მანძილზე - აფხაზეთის მკვიდრი ქართული მოსახლეობის კუთვნილი უძრავი ქონების მითვისებისა და უცხოელებზე, ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე მიყიდვის დაკანონება; ოკუპირებულ ტერიტორიაზე (გალის რაიონში) ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვა და ა.შ., რათა კიდევ უფრო გააღრმავოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს შორის არსებული ბზარი, შეინარჩუნოს დაძაბულობის მაღალი ხარისხი რეგიონში და ამით გაამართლოს მის მიერვე ანექსირებულ საქართველოს ძირძველ მხარეში თავისი სამხედრო კონტინგენტის მიერ დამყარებული მილიტარისტული რეჟიმი.

აფხაზეთის მთავრობის უკანონო ქმედებების ბოლოდროინდელი გააქტიურება არ არის უნებლიე დამთხვევა, ოჩამჩირე-ენგურის ხიდის რკინიგზის მონაკვეთის აღსადგენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარების 500 კაციანი კონტინგენტისა და 50 სამხედრო ტექნიკის შემოყვანასთან, რომლის ძირითადი მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფილი და ახალი რუსული სამხედრო ბაზების მშნებელობა-აღჭურვაა. ყველაფერი ეს ერთობიობაში გახლავთ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული გეგმის ნაწილი, რისი შემსრულებელიც კრემლის ბრმა იარაღად ქცეული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობა ხდება, რაც ძალზედ სახიფათოა როგორც რეგიონში არსებული მყიფე მშვიდობისთვის, ისე აფხაზი ხალხის მომავლისთვის.

დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო საზოგადოება არ დარჩება მიმდინარე პროცესების მხოლოდ პასიურ დამკვირვებლად, სათანადოდ შეაფასებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მიერ წარმოებულ დესტრუქციულ ქმედებებს და მიიღებს ადეკვატურ ზომებს ამ პროცესების შესაჩერებლად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42