საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი ცარიელია - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 11:02, 26 Aug, 2015     1570
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტი უკვე 84 მლნ ლარია.

„დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი უკვე გახარჯა და რადიკალური ცვლილებების გარეშე პროგრამა ჩავარდნის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

ეს ნიშნავს, რომ ათიათასობით პენსიონერის, ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, სოციალურად დაუცველის მკურნალობის ხარჯები თავად ოჯახებს დააწვება. ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის ფონზე, ეს მდგომარეობა უამრავ ადამიანს კატასტროფის წინაშე აყენებს.

ამოიწურა პროგრამის “რეფერალური მომსახურება” (კოდი 35 03 03 09) წლიური ბიუჯეტიც. ამ პროგრამას სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს. გაძვირებული მედიკამენტისა და მკურნალობის ხარჯის დაფარვა იმდენად ბევრ ადამიანს უჭირს, რომ სამინისტრომ 15 მლნ ლარიანი მლნ ლარი თითქმის უკვე დახარჯა და ბიუჯეტის ეს მუხლიც გასაზრდელი აქვს.

ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად დაფარა. არა! დავალიანება რჩება და ეს მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

მინისტრმა სერგეენკომ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ და აუხსნას საზოგადოებას, როგორ აპირებს ნოემბერ-დეკემბერში ათიათასობით მოქალაქის მკურნალობის ხარჯის საავადმყოფოებისთვის ანაზღაურებას“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42