პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება
პოლიტიკა - 20:55, 25 Aug, 2015     1242
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ორი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. ახალი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, 400 ადამიანი დასაქმდება კომპანია „ჯეო ემპექსის“ საწარმოში, რომელიც საფეიქრო, ტექსტილის პროდუქციას გამოუშვებს. საწარმოს შესაქმნელად „ჯეო ემპექსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა თბილისში, ნინუას ქუჩა N3-ში მდებარე 5312.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. გადაცემული ქონების ღირებულება 812 086 ლარს შეადგენს. კომპანია საწარმოს შესაქმნელად 4 872 516 ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და პროდუქციის წლიური მოცულობის (პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი) 120 000 ერთეულამდეგაზრდას გეგმავს.

ასევე 100-მდე ადამიანი დასაქმდება არაძვირფასი ლითონების და მათი ნაწარმის საწარმოში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით ჭიათურაში ამოქმედდება. ამისთვის შპს „ბეიექსს“ ასევე სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა ქალაქ ჭიათურაში, საჩხერის გზატკეცილზე მდებარე 13573.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო ღირებულება 149 300 ლარს შეადგენს. კომპანია ვალდებულია საწარმოს შესაქმნელად არანაკლებ 597 200 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42