ადვოკატის მტკიცებით გოგონა გაუპატიურებულია, თუმცა მკვლელობა მის მამას არ ჩაუდენია
პოლიტიკა - 17:31, 25 Aug, 2015     6016
19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული კ.ფ-ს ადვოკატმა ირმა ებრალიძემ ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, როგორც ადვოკატი აცხადებს ნათელი ხდება, რომ დავით ხარაზიშვილმა კ.ფ-ს არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა. ამასთანავე ადვოკატი აცხადებს, რომ დავით ხარაზიშვილი გოგონას მამას არ მოუკლავს

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ადვოკატმა გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ არასრულწლოვანის საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია:

"ნ.ფ.-ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, არ არის მთელი. მისი დარღვევის ხანდაზმულობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან გასულია 2 კვირაზე მეტი დრო. ნ.ფ.-ს უკანა ტანის არეში აღენიშნება მორუხო მოთეთრო ფერის უსწორმასწორო ნაპირების მქონე ნაწიბურები, რაც წარმოადგენს ნასკდომის შეხორცების შემდგომ კვალს. მიყენებული უნდა იყოს მკვრივი ან ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, რადგან გასულია 2 კვირაზე მეტი დრო", - აღნიშნულია დასკვნაში და აქვე მითითებულია, რომ გაუპატიურების ფაქტის დადგენა არ შედის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციაში.

ადვოკატის მტკიცებით, გოგონას მამამ, მას შემდეგ რაც შვილისგან შეიტყო, რომ ის დავით ხარაზიშვილმა გააუპატიურა. დათო ხარაზიშვილი გოგონას ბაბუასთან და ბიძასთან ერთად ნახა, რათა ვითარებაში გარკვეულიყო, მკვლელობა კი, მას არ ჩაუდენია. არასრულწლოვნის ადვოკატი აცხადებს, რომ გოგონამ მომხდარის შემდეგ, თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა. იგი საზოგადოებას მოუწოდებს, დაიცვას არასრულწლოვნის ინტერესები. ამასთან, ნ.ფ.ს ადვოკატი პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება არასრულწლოვანდე სექსუალური ძალადობის ფაქტზე.

19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხარაზიშვილი 2014 წლის 15 დეკემბერს მოკლეს. საქმის მასალების მიხედვით, 19 წლის ახალგაზრდა, შეყვარებულის მამამ ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მკვლელობაში კიდევ ორი პირი - ბიძა და ბაბუა მონაწილეობდნენ, თუმცა მათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. მკვლელობის ოფიციალურ მოტივად შურისძიება სახელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42