სკანდალი: სად გაუჩინარდა 4 წლის გარდაცვლილი ანდრიას ცხედარი - ტრაგედიით დასრულებული ქველმოქმედება
პოლიტიკა - 15:04, 25 Aug, 2015     12078
ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით გარდაცვლილი ანდრია დვალიშვილის ოჯახის წევრები ორგანიზაცია "FRIEDENSDORF"-ის ქართულ წარმომადგენლობას და მის ხელმძღვანელს, რომელმაც ბავშვი გერმანიაში სამკურნალოდ წაიყვანა, თაღლითობაში და ბავშვის დაკარგვაში ადანაშაულებენ.
როგორც გარდაცვლილი ბავშვის ნათესავები "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებენ, ანდრია დვალიშვილი ორგანიზაციამ გერმანიაში საოპერაციოდ 19 აგვისტოს წაიყვანა, შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახისწევრების განცხადებით, იმისდა მიუხედავად, რომ ბავშვი უკვე რამდენიმე დღის გარდაცვლილია მის ცხედარს გერმანიაში ვერ მიაგნეს. ბავშვის დეიდის თქმით, შესაძლოა საქმე ორგანოებით ვაჭრობას უკავშირდებოდეს. ოჯახის წევრების განცხადებით მოთხოვნა რომ ბავშვი მშობლების გარეშე წასულიყო თავად ორგანიზაციის მოთხოვნა იყო.

ორგანიზაცია "FRIEDENSDORF"-ის, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მძიმედ დაავადებული ბავშვები გერმანიაში სამკურნალოდ მიჰყავს, წარმომადგენელი საქართველოში - ნანა აბრამია "ნიუპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია 2005 წლიდან მუშაობენ, მანამდე კი 1994 წლიდან „ფრიდენდორფინტერნაციონალს“ საქრთველოდან თავად მიყავდათ სამკურნალოდ ბავშვები. ქართულ წარმომადგენლობა ბავშვებს წელიწადში 2 ჯერ აგვისტოში და თებერვალში ჩარტერული რეისით აგზავნის.

აბრამიას თქმით, ორგანიზაციასთან, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს, 20 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. თავად ის კი გერმანიაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ წავიდა და ბავშვების წაყვანა მისი ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმა უზრუნველჰყვეს.

„ანდრია დვალიშვილის მშობლები ორგანიზაციის წარმომადგენლებს მარტის თვეში შეხვდნენ, ხოლო მაისის თვეში უკვე მოწვევა მოუვიდათ, 19 აგვისტოს კი ანდრია და კიდევ ერთი ბავშვი სამკურნალოდ გაემგზავრა. იქ ბავშვი სპეციალისტებმა გასინჯეს და ბავშვის ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტეს რომ ოპერაცია 1 წლის შემდეგ გაეკეთებინათ. ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ბავშვი ისევ საქართველოში გამომგზავრებულიყო, თუმცა შაბათს გამთენიისას ბავშვი საავადმყოფოში უეცრად გარდაიცვალა“- ამბობს აბრამია.

როგორც ნანა აბრამია აცხადებს, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან უქმე დღეების გამო ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სამედიცინო ექსპერტიზა ამ დროისთვის უკვე დაწყებულია. ხოლო თუ რატომ არ ასახელებს გერმანული მხარე ცხედრის აგილსამყოფელს, ამაზე"FRIEDENSDORF"-ის, წარმომადგენლებმა აბრამიას განუმარტეს, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე მსგავსი ინფორმაციის გავრცელება გერმანიის კანონმდებლობით იკრძალება. აბრამიას თქმით, მომხდარის შესახებ, მან თავიდანვე ჩააყენა საქმის კურსში საქართველოს დიპლომატიური სამსახური გერმანიაში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

იმის დასასაბუთებლად, რომ ორგანიზაციის საქმიანობა სრულებით ლეგალური და ოფიციალურია ნანა აბრამიას ამ ორგანიზაციასთან სახელმწიფო უწყებების კონტაქტი მოჰყავს. მისი თქმით პრემიერის განკარგულებით ბავშვების გადასაყვანად თვითმფრინავს ჯანდაცვის სამინისტრო ქირაობს. ასევე ამავე თვითმფრინავით ხდება მძიმე დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების ჩამოტანაც.

მომხდარის შესახებ, "ნიუპოსტი" საგარეო საქმეთა სამინისტოს დაუკავშირდა. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42