თბილისის იუსტიციის სახლის სახურავს ბზარი გაუჩნდა - ეზოს ერთ ნაწილში გადაადგილება შეიზღუდა
პოლიტიკა - 13:22, 25 Aug, 2015     3513
თბილისის იუსტიციის სახლის გადახურვა გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რის გამოც შენობის ეზოს ერთ ნაწილში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება 25 აგვისტოდან იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანდა შენობის გარე პერიმეტრზე არსებული გადახურვის ერთ-ერთი პეტალი (მე-9).დაზიანების აღმოჩენისთანავე (2015 წლის 16 აგვისტო), იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობამ ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა, მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია და საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა ორ კერძო კომპანიას ალტერნატიული მოსაზრებისათვის (2015 წლის 17-21 აგვისტოს) და ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (2015 წლის 21 აგვისტოს).

"ლევან სამსხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ასევე ორივე კერძო კომპანიის დასკვნის თანახმად, გაჩენილია ბზარები, დაბერილია სამშენებლო მასალა, პეტალში ჩადის წყალი. დასკვნების თანახმად, აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო სამუშაოების დროს დაშვებულ დარღვევებს და ხარვეზებს უკავშირდება. დარღვეულია კარკასის პროფილებს შორის აუცილებელი მანძილი (მეტია სტანდარტულზე), ზედმეტად არის დაშორებული ერთმანეთისგან ხრახნები და ა.შ. სამშენებლო მასალის დაბერვის მიზეზი კი მასალის შემადგენლობაა. ამ და სხვა ხარვეზების შედეგად, გადახურვის ერთ-ერთ ნაწილს, კერძოდ იმას, რომელიც ეზოს მხარესაა გადმოშვებული, ბზარები გაუჩნდა.

სპეციალისტების რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ამ პეტალზე დროულად უნდა დაიწყოს, რადგან პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა, შენობის გარე პერიმეტრზე საფრთხე შეუქმნას ფეხით მოსიარულეთა ჯანმრთელობას.

ექსპერტების რეკომენდაციით, ეს პერიმეტრი უნდა გადაიკეტოს და შეიზღუდოს მასზე მიმოსვლა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მეცხრე პეტალზე 25 აგვისტოდან უკვე დაიწყება. ამასთან, დღეიდან შეიზღუდება დაზიანებული ნაწილის ქვეშ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა.

მშენებლობის პროცესში დაშვებული არსებითი ხარვეზების გამო, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე არაერთხელ განხორციელდა. 2013 წლის დეკემბერში, სახურავის ერთი ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შენობა რამდენიმე თვით დაიხურა. დაზიანებების აღმოფხვრის პარალელურად, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში დაქირავებული ალპინისტების მიერ თვეების მანძილზე გროვდებოდა სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც მშენებლობის სწრაფად დასრულების გამო შიგნით იქნა ჩატოვებული. შესაბამისად, რამდენიმე ტონა სამშენებლო ნარჩენი იქნა გატანილი და კონსტრუქცია ამით შემსუბუქდა (2014 წლის სექტემბრს-ოქტომბერში). 2014 წელს (2014 წლის იანვრიდან 7 აპრილის ჩათვლით) სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა იუსტიციის სახლის სახურავის მე-7 პეტალზე; ნაკლებად მძიმე ხარვეზების აღმოსაფხვრელად დღესაც მუშაობენ შემდუღებლები სახურავის თერთმეტივე პეტალის რამდენიმე ათას ნაკლოვან კვანძზე. ეს სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მათი ღირებულება 1 100.000 ლარს შეადგენს. პარალელურად მიმდინარეობს გამოვლენილი და დადასტურებული სერიოზული და განსაკუთრებით სერიოზული ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული გზების ძიება და პროექტების შემუშავება."- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42