ენმ პოლიტიკურ პარტიებს ერთიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 13:05, 25 Aug, 2015     981
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში შემქნილი მძიმეეკონომიკური მდგომარეობის გამოძახილია, საიდანაც თავის დაღწევის გეგა მთავრობას არ გააჩნია.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მთავრობამ ლარის კურსის ვარდნა, დაუკავშირა ყველა ფაქტორს, გარდა რეალურისადა შესაბამისად, მათ არ გაითვალისწინეს ის რჩევები, რომლებიც უცხოელი მეგობრებისგან მიიღეს.

„ბუნებრივია, დღეს ყველა ველოდებოდით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას კონკრეტულ გეგმასგააცნობდა - თუ რა უნდა გაკეთდეს ლარის გასამყარებლად, ეკონომიკური სტაბილურობის დასაბრუნებლად,რადგან ლარის დასუსტება ეკონომიკის სისუსტის შედეგია, ამოვარდნილად ლარი არ სუსტდება.

ყველაფერს ველოდი, გარდა იმ შეფასებისა, რაც პრემიერმა გააკეთა. მან ეკონომიკაში შექმნილი სიტუაციაფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს დააბრალა. გაიხსენეთ რა განცხადებებს აკეთებდა მთავრობა - არაფერი არხდება, ყველაფერი გამოსწორდება. 22 თებერვალს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ 2-3 თვეში ვითარებაგამოსწორდებოდა და ამ სახის განცხადებები კეთდებოდა მუდმივად. ჯერ კიდევ მარტში, ხელისუფლებას ჩვენიგეგმა შევთავაზეთ თუ როგორ გამოსულიყო ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და იმის ნაცვლად, რომ მთავრობას მოქმედება დაეწყო, თავისი გეგმა შემოეთავაზებინა, ისევ თავისი უნიათობით დაკავდა - ჯერ ეროვნულ ბანკსდააბრალეს, მერე საგარეო ფაქტორებს, მერე მზესა და მთვარეს. ყველაფერს დააბრალეს გარდა რეალურიპრობლემისა.

რეალურად კი, ბიუჯეტში ხარჯები უნდა შემცირებულიყო, რასაც ჩვენ ჩვენი უცხოელი მეგობრები გვეუბნებოდნენდა ეს 300 მილიონით მაინც უნდა განსაზღვრულიყო. მათ კი 146 მილიონით შეამცირეს. იმ დოკუმენტშიც კი,რომელიც მათ ვითომდა საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებით დაწერეს, არცერთიპუნქტი არ შესრულდა. აქ მითითებული იყო, რომ შეძლებისდაგვარად შეზღუდულიყო ოფისის მოვლა-შენახვისხარჯები, მივიღეთ საპირისპირო - რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა თბილისის ყოფილი პარლამენტისშენობისა და კანცელარიის რემონტისთვის. 178 მილიონი ლარი კი, 1 წლის განმავლობაში, სამარცხვინო მერიამ,პირდაპირი შესყიდვით დახარჯა. ეს ფული რომ ტენდერით წასულიყო, სულ მცირე 30 მილიონი დაიზოგებოდა.მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 2010-2014 წლებში, გიგი უგულავას მერობისას დროს ჯამში არაა ამდენითანხა დახარჯული. ანუ, იმის მაგივრად, რომ ლარი არ გასულიყო ბაზარზე, ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა რაცშეიძლება მეტი ლარის ზეწოლა მომხდარიყო“, _ განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

დეპუტატი შეეხო ექსპორტის თემასაც, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლარის კურსისდასტაბილურებაში.

„ექსპორტი და ფულადი გზავნილები, ჯამში, 600 მილიონი დოლარითაა შემცირებული. ანუ, საქართველოშიშარშანდელთან შედარებით, ლარის ფულის მასაზე 600 მილიონი დოლარით ნაკლები შემოვიდა. ამ 600 მილიონისნაკლებობას აქაც შემცირებული ხარჯები უნდა დახვედროდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის მასა უფრო მეტიიქნებოდა, ვიდრე დოლარი და კურსი გაიქცეოდა, რაც მოხდა კიდეც.

ნაცვლად იმისა რომ საქართველოს მთავრობას გამოეყენებინა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, გაეკვლიაახალი გზები, მაინც ჩამოვეკიდეთ რუსულ ბაზარს, რომელიც ექსპორტში, საქართველოში მე-4 ადგილზეა.საქართველოს მთავრობა ისევ ჯიუტად იყურება ჩრდილოეთისკენ.

არსებული მდგომარეობა, იმ არაკომპეტენტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რასაც მთავრობა ატარებს. ჩვენვაპირებთ ეს საკითხი ძალიან მწვავედ დავსვათ სესიაზე, მაგრამ არ გვაქვს იმედი, რომ ეს უნიათო პრემიერი ამასგამოასწორებს, რადგან ყველა მისი გამოჩენა და განცხადება აბსოლუტურად უკუმოქმედებს ლარისსტაბილურობაზე“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42