ვინც სპეკულაციურ ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებს, წაგებული დარჩება- კვირიკაშვილი ლარის კურსზე
პოლიტიკა - 10:58, 25 Aug, 2015     858
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და სიტუაცია, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გამოსწორებას ექვემდებარება. ეს განმარტება ვიცეპრემიერმა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან და ლარის კურსთან დაკავშირებით გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური გარე შოკის შედეგები დაბალანსებულია და აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება მთლიანად დააბალანსა.

„ქვეყნიდან ჯამში გავიდა 332 მილიონი დოლარით ნაკლები. ფულადი გზავნილების შემცირება იყო მხოლოდ 202 მლნ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები ზუსტდება. პრივატიზაციიდან შემოსულია 110 მილიონი ლარის ექვივალენტი დოლარში. ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ბაზრის ის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან და სპეკულაციურ ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებენ, საბოლოო ჯამში წაგებული დარჩებიან. სექტემბრის ბოლო და ოქტომბერი იქნება სადოლარე და სალარე სესხების გადახდის პერიოდი. ჩვენ მთლიანად გვაქვს დათვლილი ფულის მიმოქცევის სქემები, სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არსებული სადოლარე ნაშთები, რომლებიც თანდათან გამოვა ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად გავიარეთ ფულის მიმოქცევა უახლოეს დღეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც ხდებოდა გუშინ, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42