სახეზე გვაქვს გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი - პრემიერი ლარის კურსზე
პოლიტიკა - 10:28, 25 Aug, 2015     1726
ლართან მიმართებაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე, მჭიდრო კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ გააკეთონ არასწორი დასკვნები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც პოლიტიკოსებისა და ე.წ ექსპერტებისგან იღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური თხოვნით მიმართავს ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს, არ აყვნენ შექმნილ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს და დაეყრდნონ მთავრობისგან მიწოდებულ ინფორმაციას.

„სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. მინდა, მივმართო მოსახლეობას, არ აყვნენ ამ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს, რადგან დიდი შანსია იმისა, რომ თუ ამ აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე ბევრად მეტს დაკარგავენ, ვიდრე მოიგებენ. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენს მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი უკვე გადავიარეთ. ინფლაცია გვაქვს დადგენილი პარამეტრების მიხედვით. 330 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული ქვეყნიდან, წლის დასაწყისში არსებული დისბალანსი გასწორებულია და ფუნდამენტური პრობლემები არ გვაქვს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი აჟიოტაჟი და ემოციური ნაწილი, რომელიც უნდა მოიხსნას. ჩვენი ვარაუდით და ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეს მალე გადაივლის“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად გახსნილი იქნება, რათა მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის სახელით, ეროვნულ ბანკთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით ნუ აყვებიან ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესმენები მედიასაშუალებების მიერ შექმნილ ქაოსს და აჟიოტაჟს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და ექსპერტების გამონათქვამებს და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან და გთხოვთ, დაეყრდენით ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ნუ აყვებით, გაუგებარ, უპასუხისმგებლო ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან. ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ თითქოს უსაფრთხოების დარგის სპეციალისტები არიან, დღეს ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდება. ეს არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებებია, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოსახლეობას, რათა მათ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42