„სითი ფორუმი - ერთად ვიზრუნოთ თბილისზე” - მერიაში შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 10:07, 25 Aug, 2015     1205

შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ უფროსი კახაბერ გვანცელაძე და მოსახლეობიდან შემოსული ინოვაციური წინადადებების შერჩევის სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ, განიხილეს ის ინოვაციური იდეები, რომლებიც ფონდმა გასული 6 თვის განნმავლობაში მოსახლეობისგან მიიღო.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შემოსული წინადადებებიდან კომისია შეარჩევს ათ საუკეთესო პროექტს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მოქალაქეები არიან ჩართულები და მათ წარმოადგინეს მათთვის საინტერესო და ინოვაციური პროექტები, რომელიც ქალაქს ნამდვილად სჭირდება. კომისია მუშაობის შედეგად შეარჩევს ათ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს. ეს აისახება მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში, რათა ისინი დავნერგოთ ქალაქში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„სითი ფორუმი“ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს თბილისის მოსახლეობის აქტიურ ჩართვას დედაქალაქის მმართველობაში. „სითი ფორუმის“ ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური იდეებისა და კრეატიული წინადადებების მიწოდება ხორციელდება სპეციალურად დამზადებული ბუკლეტებისა და ონლაინ აპლიკაციების მეშვეობით.

აღნიშნული პროექტით თბილისის მერია და „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქალაქის საჭიროებების განსაზღვრასა და განვითარებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42