პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე საზეიმოდ აღინიშნა
პოლიტიკა - 10:03, 25 Aug, 2015     1586
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღებაგაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას - საქართველოს პარლამენტის წევრებს, აღმასრულებელი და სასამართლოხელისუფლების, ასევე მედიისა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციოსასამართლოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს. დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ, ქართულმა საზოგადოებამ მთელიკაცობრიობის წინაშე, მტკიცედ გამოხატა თავისი ნება - აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული,სამართლებრივი, სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო.

დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ, პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც კონსტიტუციას მოაწერეს ხელი, საქართველო, როგორც სახელმწიფო, მსოფლიო ცივილიზებულ ერთა შორის შეიყვანეს.

ეს იყო ისტორიული დღე და ამ დღის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, სწორედ ამდოკუმენტის მიხედვით ვითარდებოდა.

როდესაც ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, იმ ძალაზე, რომელმაც გაგვაძლებინა ურთულეს პერიოდებში და ჩვენი ქვეყანაგამოიყვანა ურთულესი ისტორიული კატაკლიზმებიდან, მე ვფიქრობ იმ უნარზე, რომელიც გაგვაჩნია ღირებულებებისირგვლივ გაერთიანების თვალსაზრისით.

ისტორიულ ეპოქებში, როდესაც მართლაც სირთულის წინაშე ვიდექით, ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა, ცხოვრებისწესისა და სამშობლოს დაცვა, აძლევდა ჩვენს წინაპრებს გაუსაძლისი სირთულეების გაძლების ძალას.

დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, შევქმნათ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო.

ამ ამოცანის განხორციელების გზაზე უმნიშველოვანესია მთელი საზოგადოება ღირებულებების ირგვლივ გავერთიანდეთ, რაცყველაზე ლაკონურად ჩაწერილია ჩვენს უმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში - კონსტიტუციაში.

ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება აძლევს ძალას თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ დაიცვას თავისი უფლებები დათავისუფლებები, არამედ იყოს თანამონაწილე და შემოქმედი ჩვენი ქვეყნის განვითარების და გაძლიერების.

მცდარია აზრი, რომ კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისა და პოლიტიკოსებისათვის არის შექმნილი. კონსტიტუციაშექმნილია თითოეული მოქალაქისათვის, რადგანაც ამ დოკუმენტის სულისკვეთებით, თითოეული ჩვენთაგანი იბადებათავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქედ და განურჩევლად სტატუსისა, ყველა თანასწორნი ვართ კანონის წინაშე.

სწორედ ამ სულისკვეთების განხორციელებით ჩვენ ვქმნით თანამედროვე საზოგადოებას და ვაშენებთ თანამედროვესაქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზანია კონსტიტუცია გახდეს საერთო-სახალხოდოკუმენტი.

კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ ვაწესებთ ახალგაზრდობისათვის საპრეზიდენტო კონკურს - „ჩემიკონსტიტუცია“. ეს კონკურსი ახალგაზრდებში წარმოშობს კონსტიტუციის შესწავლის, კონსტიტუციაზე დებატებისა დასაუბრების ახალ ტალღას. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, ამსაქმიანობაში აქტიურად ჩაებმება.

აგრეთვე, დამსწრე საზოგადოებას მინდა გაგიზიაროთ იდეა, დღევანდელი დღის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ, რაც,ასევე, კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს დოკუმენტი თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საზეიმო მიღებაზე დამსწრე სტუმრებმა სასახლის ფოიეში გამოფენილი ექსპონატები - ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნი, 1921 და 1995 წლების კონსტიტუცია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - დაათვალიერეს.

საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42