"საქართველოს კონსტიტუცია ხდება გამაერთიანებული დოკუმენტი. გამაერთიანებელი ტექსტი, განსხვავებული მსოფხედველობისა და აღმსარებლობის მოქალაქეებისათვის.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში საქართველოს კონსტიტუციას ახალი მკითხველები გამოუჩნდა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და მოქალაქეების სახით.
ზოგჯერ კონსტიტუციას სხვადასხვანაირად ვკითხულობთ, მაგრამ ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლო გყვავს, რომელიც სათანადოდ განსჯის ამ საკითხებს.
ეს არის სწორი გზა, რომელიც მიგვიყვანს დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგამდე. მოხარული ვარ, რომ ბოლო წლებში ყველაფერ ამას განსაკუთრებული სტიმული და ენთუზიაზმი მიეცა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან რა წერია კონსტიტუციაში.
კონსტიტუცია ეს არის დოკუმენტი ეს არის იარაღი ხალხის ხელში ტირანიისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დარწმუნებული ვარ აღარასდროს განმეორდება.
საქართველოს კონსტიტუციას აქვს ერთი პრობლემა, ის რომ ის ვერ მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემა ჩვენი მოსაგვარებელია. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება სწორედ დღევანდელი კონსტიტუციის დადგენილი სტანდარტების განუხრელი შესრულება. დღევანდელი კონსტიტუციით განსაზღვრული ტიპის სახელმწიფოს შექმნა. ასეთ ვითარებაში ჩვენ გვექნება ქართული, ევროპული ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






