იუსტიციის სამინისტროში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
პოლიტიკა - 16:08, 24 Aug, 2015     1063

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები გამოიფინა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კონსტიტუციასთან ერთად ექსპოზიციაზე უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტზე მუშაობის პროცესის ამსახველი მასალაც იყო წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო სხდომის ოქმები, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და საკონსტიტუციო კომისიის შეერთებული სხდომის ოქმი, კონსტიტუციის განხილვის წესი, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა და სხვა.

თითქმის საუკუნის წინანდელ მასალასთან ერთად გამოფენილი იყო მე-20 საუკუნის დოკუმენტები − 1995 წლის კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესის ამსახველი მასალა, პარლამენტის დადგენილება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე, 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი, სხდომისა და 1995 წლის კონსტიტუციაზე საზეიმო ხელმოწერის ფოტოები.

კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42