თავდაცვის მინისტრმა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა
პოლიტიკა - 14:57, 24 Aug, 2015     1339
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წეროვანის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გეორგი ნაზარევი და უკრაინის სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი ეწვივნენ. თავდაცვის მინისტრმა, უკრაინის ელჩმა და უკრაინის სამხედრო ატაშემ ის უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულეს, რომლებიც წეროვანში რეაბილიტაციას გადიან. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იქ არსებულ პირობებს გაეცნენ.
თინათინ ხიდაშელმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართულ სამკურნალო დაწესებულებაში უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციის საკითხზეც ისაუბრა.
„დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო უკრაინელ ხალხს. მათი გამარჯვება ჩვენიც და, საერთოდ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაა. უკრაინის ხელისუფლებასთან სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებში ვთანამშრომლობთ. ამჟამად, ჩვენს სამკურნალო დაწესებულებებში უკრაინელი ახალგაზრდები გადიან რეაბილიტაციას. მზად ვართ, აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება, რაც კი შეგვიძლია. ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის ჰუმანიტარულ პროექტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სჭირდება - საზღვრების მიუხედავად“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
გეორგი ნაზარევმა კი დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის საქართველოს მთავრობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 24-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოს სახელით მოვედით იმ ჯარისკაცების მოსანახულებლად, რომლებიც საქართველოს მთავრობამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გულითადად მიიღეს და მათი თანადგომით წეროვანში რეაბილიტაციის კურსს გადიან“, - განცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
წეროვანის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში შვიდი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. ისინი საქართველოში რეაბილიტაციის კურსს საქართველო-უკრაინას შორის 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადიან.
სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, სამი ექთანი და ერთი ექიმი მუშაობს. რეაბილიტაციის კურსის ფარგლებში იგეგმება ჯარისკაცთათვის თბილისის, მცხეთისა და სიღნაღის დათვალიერება. სარეაბილიტაციო კურსი 20 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდება. უკრაინული მხარის სურვილის შემთხევაში, საქართველოში სარეაბილიტაციო კურსს სხვა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებიც გაივლიან.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42