„ჩვენ ყველამ ვნახეთ რა პრობლემები შექმნა სტიქიამ კახეთში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბები დიდია, ესაა ერთეული სოფლები. განსხვავებით დასავლეთ საქართველოსგან - იმერეთი და სამეგრელო ეკონომიკური კატასტროფის ზონაა. გვალვებიდან გამომდინარე, აქ ვერცერთი გლეხი, 80% მაინც, ერთ მარცვალსაც ვერ შეიტანს ოჯახში. ამიტომ, მინდა ხელისუფლებას მივმართო და მოვუწოდო, რომ დროულად დაიწყოს სიტუაციის შესწავლა. მოსახლეობამ კი, რომელიც მთავრობისგან კომპენსაციის მიღებას შეჩვეული არაა, დროულად გააგებინოს აღნიშნულის შესახებ ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმმართველობას.
აღსანიშნავი და მნიშნველოვანია ის ფაქტიც, რომ გვალვაზე დაზღვევა არ არსებობს. რაც შეეხება თხილის მოსავალს, ის ქარისგან დაზიანდა და დაზღვევა აქაც გამოუსადეგარია, რადგან დაზღვევა მხოლოდ ქარბობალასა და ქარიშხალზე ხვდება. შედარებით სუსტ ქარზე კი არ ეზღვევა.
ხელისუფლება შექმნილი მდგომარეობით დროულად უნდა დაინტერესდეს, რადგან წელს იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას შიმშილი ელოდება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






