"როდესაც ანეკდოტის (!) მოყოლა არ გეხერხება, არ გამოგდის არ უნდა მოყვე რააა!!! :((( დღეს ერთმა აიჩემა ჩვენი გართობა, დაიწყო და ვეღარ გამოვრთეთ. არავის არ გვეცინებოდა, არადა, წესით შინაარსობლივად სასაცილო უნდა ყოფილიყო. ვერ ყვება კაცი ანეკდოტს და მოკალი თუ გინდა. არ გეცინება. პირიქით, უსმენ და ბრაზდები! ასე მემართებოდა დღეს. ვუსმენდი იძულებით და ვბრაზდებოდი. არადა თავი კიტრად მოაქვს და საზოგადოების ვიწრო წრეში მაინც მჭერმეტყველის სახელითაცაა ცნობილი. ეს ყველაფერი გავდა უორგ....ო ინტიმს. საშინელებაა!!! დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაც არ გამოგდის, რაც არ გეხერხება იმ საქმეს ხელი არ უნდა მოკიდო კაცმა. შენი თავიც უნდა შეიწყალო და საზოგადოებაც. ეს უფრო დაგიფასდება"-წერს კვაჭანტირაძე.
დეპუტატის პოსტზე ნიკა მაჭუტაძის მხრიდან მალევე გაჩნდა კითხვა, ხომ არ გულისხმობდა ის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს:
,,ბატონო ზვიად, უკაცრავად მაგრამ ბატონ ბიძინას ხომ არ უსმენდით?
ასე მაფიქრებინებს ორი გარემოება:
1. ის, რომ იძულებული იყავით.
2. ის, რომ მჭევრმეტყველად ნამდვილად არ ვარგა“
პასუხად დეპუტატმა დაწერა: ,,აუ, რა ფანტაზიის უნარი გქონიათ?“
მასალის გამოყენების პირობები






