,,თუ საიდუმლო გარიგება არ არსებობს, ხელისუფლებამ ღიად უნდა თქვას, რომ რკინიგზის გახსნის წინააღმდეგია“ - ქარდავა
პოლიტიკა - 15:51, 23 Aug, 2015     2186
ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის აღდგენის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის მონაკვეთის გასუფთავება-აღდგენას მოსკოვი გალის მოსახლეობის რუსეთთან დასაკავშირებლად არ აკეთებს, არამედ, ქარდავას თქმით, ეს მხოლოდ ერთადერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს - ეს არის სატრანზიტო მაგისტრალი - რუსეთი-საქართველო-სომხეთი. თუმცა, ედპ-ს ლიდერისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ამას რუსეთი ცალმხრივად ახორციელებდეს.

,,წარმოუდგენელია, დღევანდელი ეკონომიკის პირობებში რუსეთს ასეთი ფუფუნება ჰქონდეს, რომ ცალმხრივი აღდგენები განახორციელოს რკინიგზის მაგისტრალების, თუ მას არ აქვს გარკვეული შეთანხმებები, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებასთან. ღმერთმა არ ქნას, რომ ასეთი შეთანხმება იყოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში. ქართველი საზოგადოება ნამდვილად არ დაუშვებს იმას, რომ ოკუპაციის პირობებში რუსეთ-საქართველოს რკინიგზა აღდგეს აფხაზეთის გავლით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშანი არსებობს“ - აცხადებს ქარდავა ,,ნიუპოსტთან“.

ედპ-ს ლიდერის თქმით, ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება არ უნდა დუმდეს და მკაფიო მესიჯი უნდა გაუგზავნოს მსოფლიო თანამეგობრობას.

,,პირველ რიგში ეს გზავნილი უნდა იყოს მისივე ამომრჩევლისადმი, საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომელსაც დაჰპირდა, რომ ქვეყნის დასავლური კურის არ გადაიხედებოდა. სხვა შეთმხვევაში, თუ ეს მაგისტრალი აღსდგა და საქართველო ამ თამაშში ჩაერთო, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანამ თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია დაკარგა, დაკარგა მისი დამოუკიდებლობა, რისთვისაც საქართველოს მთელი ათწლეულები იბრძოდა. თუ ეს მაგისტრალი საქართველოზე გაიგვლის შევეგუოთ მაშინ აფხაზეთის დაკარგვას, ეს ნიშნავს ფაქტობრივად მის აღიარებას, როგორი დემაგოგიაც არ უნდა გამოიყენოს მერე ვინმემ, მისი გამართლებისთვის“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.

მისივე თქმით, რუსეთს უჩნდება ძალიან დიდი ბერკეტი, რომ საქართველოს გავლით უკვე არა მხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმოქმედოს თავისუფლად, არამედ საქართველოს რკინიგზაზეც.

,,ბუნებრივია, გვეტყვის ალბათ ხელისუფლება, რომ ჩვენ რკინიგზას ვაკონტროლებთო, მაგრამ ფაქტია, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიები ვერ გაუკონტროლებიათ, ყოველ დღე ხან ბანერებს გვიდგამენ და ხან მავთულხლართებს გვიბამენ, ლამის თბილისთან მოვიდნენ უკვე... რამდენად გააკონტროლებენ სატრანზიტო რკინიგზას, მითუმეტეს რუსეთი-საქართველო-სომხეთი, ეს გაუგებარია“ - აცხადებს ქარდავა.

ბაჩუკი ქარდავა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის ორ მნიშველოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.

,,საქართველოსთვის ეს იქნება სამი სახელმწიფოს შეთანხმება - რუსეთი-საქართველო-სომხეთი, ოღონდ რუსეთი ამას საერთაშორისო არენაზე წარმოაჩნეს, როგორც ოთხი სახელმწიფოს შეთანხმებას. ეს იქნება აფხაზეთის აღიარება. მე პატივს ვცემ ჩვენს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს სომხეთთან, მაგრამ საქართველოს ტეიროტიულ მთლიანობას, ამის გამო ვერ დავთმობთ. ამას გარდა, არსებობს მეორე დეტალი - ვის ხელში ვარდება საქართველოს რკინიგზა?! არ მოხდეს ისე, რომ გამართლდეს ეჭვები რკინიგზის გასხვისების თაობაზე, მითუმეტეს ვიცით, რომ რუსეთს ძალიან დიდი სურვილი აქვს მისი ხელში ჩაგდების.

ხელისუფლება, რომელიც ამას ხელს მოაწერს, მიმაჩნია, რომ არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება მტერს და არავითარ შემთხვევაში თავის ერს და სახელმწიფოს. ასეთი ხელისუფლება დიდი ხანი ვერ გაძლებს და ყველანაირი მიზეზი ბათილდება, თუ რატომ არ უნდა იქნას ის გაძევებული მმართველობიდან“ - ამბობს ედპ-ს ლიდერი.

ქარდავას თქმით, საზოგადოებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ არ მოხდეს ხალხის ზურგსუკან მტერთან გარიგებები.

,,ძალიან დიდი ეჭვები არსებობს რუსეთ-საქართველოს შორის საიდუმლო გარიგების და ეს ეჭვები არის როგორც ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო მეგობრებშიც და როც დრო მოვა ამასაც ღიად განვაცხადებ, თუ ვისთან არსებობს ასეთი ეჭვები. ამიტომ, თუკი ასეთ გარეგებას ადგილი არ აქვს, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე უნდა უარყოს, რომ მსგავსი საიდუმლო შეთანხმება არ არსებობს და განაცხადოს, რომ ის წინააღმდეგია აფხაზეთის მონაკვეთის რკინიგზის გახსნის“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42